ბათუმში, სასტუმრო ”ლეოგრანდთან” მოსახლეობას ყვავილები მიაქვთ

ბათუმში, სასტუმრო ”ლეოგრანდთან” მოსახლეობას ყვავილები მიაქვთ

ბათუმში, სასტუმრო "ლეოგრანდთან", სადაც ხანძრის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა, მოსახლეობას ყვავილები მიაქვთ. რიგითი მოქალაქეები ამ ფორმით გამოხატავენ მწუხარებას მომხდარი ტრაგედიის გამო.

ბათუმში, სასტუმრო "ლეოგრანდში" ხანძარი გუშინ, დაახლოებით 20.00 საათზე გაჩნდა. ძლიერი დაკვამლიანების გამო სასტუმროდან მოქალაქეების ევაკუაცია განხორციელდა.

ოფიციალური ინფორმაციით, ხანძრის შედეგად 11 ადამიანია დაღუპული, რომელთაგან 10 საქართველოს და 1 ირანის რესპუბლიკის მოქალაქეა, ჰოსპიტალიზაცია 21 ადამიანს დასჭირდა.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება საქართველოს სსკ-ს 243-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია.

მომხდარი ტრაგედიის გამო, 27 ნოემბერი საქართველოში გლოვის დღედ ცხადდება.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი