ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე, სადაც სპეცოპერაცია ჩატარდა, მოსახლეობას საკუთარი ნივთების აღების საშუალება მიეცა

ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე, სადაც სპეცოპერაცია ჩატარდა, მოსახლეობას საკუთარი ნივთების აღების საშუალება მიეცა

ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე, იმ კორპუსში, სადაც სპეცოპერაცია ჩატარდა, მცხოვრებლებს საკუთარი ნივთების აღების საშუალება მიეცათ. კორპუსის მოსახლეობა ამ დღეების განმავლობაში საკუთარ ბინებში შეშვებას და ნივთების აღებას ითხოვდა. ამ პროცესის დროს გაბრიელ სალოსის გამზირზე იმყოფებოდა თბილისის მერი კახა კალაძეც. მან სამართალდამცველ უწყებებს მოქალაქეების შეშვებისთვის მადლობა გადაუხადა.

"მოქალაქეებმა მოგვმართეს თხოვნით და უნდოდათ საკუთარი ნივთების გამოტანა. მადლობა მინდა ვუთხრა შესაბამის სამსახურებს, რომ ამ ადამიანებს საკუთარი ნივთების აღების საშუალება მიეცათ. დასრულდა ეს ღონისძიება და დროებით ეს ადამიანები მოთავსებული არიან სასტუმროებში. როგორც კი დავიწყებთ სამუშაოებს, ყველანაირად მოვაწესრიგებთ არსებულ კორპუსს, რათა საცხოვრებლად იყოს შესაბამის მდგომარეობაში მოყვანილი", - აცხადებს კალაძე ვიდეომიმართვაში, რომელიც გუშინ საღამოს არის ჩაწერილი.

მისივე თქმით, ამ დროისთვის დროებითი საცხოვრებლით 22 ოჯახია უზრუნველყოფილი. "ვიმყოფებით გაბრიელ სალოსის გამზირზე, სადაც რამდენიმე დღის წინ ჩატარდა სპეცოპერაცია. არსებულ მდგომარეობას რაც შეეხება, 22 ოჯახი უზრუნველყოფილია დროებითი საცხოვრებლით. როგორც კი სამართალდამცველები დაამთავრებენ საგამოძიებო სამუშაოებს, ჩვენ პირველი, რასაც გავაკეთებთ, თბილისის მუნიციპალური ლაბორატორია დაიწყებს მუშაობას და დაადგენს რამდენად შეესაბამება აღნიშნული კორპუსი აღდგენით სამუშაოებს. თუ გვექნება დადებითი დასკვნა, მაშინვე დავიწყებთ სარეაბილიტაციო სამუშაოებს", - აღნიშნა კალაძემ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი