უბნები თბილისში, სადაც დღეს დენი გითიშება

უბნები თბილისში, სადაც დღეს დენი გითიშება

ელექტროქსელის საიმედოობის გაზრდის მიზნით, 27 ნოემბერს, დედაქალაქის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. როგორც "ინტერპრესნიუსს" კომპანია "თელასიდან " აცნობეს, 10:00 საათიდან 16:00 საათამდე ხოშარაულის ქუჩის მცხოვრებლებს ელექტროენერგია შეეზღუდება. ანალოგიური მიზეზით, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: დიდგორის რაიონში, სოფელი შინდისის მცხოვრებლებს.

ელექტროქსელის საიმედოობის გაზრდის მიზნით, 13:00 საათიდან 14:30 საათამდე, შეზღუდვა შეეხება გლდანის რაიონში, ლიბანის, სალხინოს და ქერჩის ქუჩების მცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი