500 -დან 3 ათას ლარამდე სამომხმარებლო სესხი ონლაინ

500 -დან 3 ათას ლარამდე სამომხმარებლო სესხი ონლაინ

სამკურნალო ხარჯები, განათლების დაფინანსება, ავტომობილის შეძენა ან შეკეთება, მოგზაურობა, ბიზნესის წამოწყება ან უკვე არსებულის ბიზნესის განვითარება, სახლის რემონტი, ახალი ავეჯი, ტექნიკის განახლება და სხვა.

ადამიანთა საჭიროებების სია მრავალფეროვანი და უსასრულოა, თუმცა მათ უმეტესობას გააჩნია ერთი საერთო მახასიათებელი და ეს გახლავთ დაფინანსება.

საჭიროებების მსგავსად, არაერთგვაროვანია დაფინანსების ფორმებიც. თქვენ ან გაქვთ ფული, რომლითაც საკუთარ მოთხოვნებს დააკმაყოფილებთ ან არ გაქვთ. პირველ შემთხვევაში ყველაფერი მარტივადაა, ხოლო ფულის არქონა გაყენებთ რთული და ხშირად არასასურველი არჩევანის წინაშე. თქვენ შეგიძლიათ მოიცადოთ, გადადოთ ხარჯები იმ დროისთვის, როცა ფული გექნებათ ან აიღოთ სესხი.

ორივე არჩევანს აქვს თავისი მინუსი, ხარჯების გაწევის სამომავლოდ გადადება შესაძლოა გახდეს პრობლემების გამოწვევის ან შინაგანი განწყობის გაფუჭების მიზეზი, სერიოზული ხარჯებისთვის საკმარისი ოდენობის სესხის აღება კი დაკავშირებულია რთულ, დამღლელ პროცედურებთან.

საბედნიეროდ, 2017 წლის ოქტომბრის თვიდან, ქართულ ბაზარზე შემოვიდა საერთაშორისო კომპანია 4finance -ს ბრენდი KIMBI, რომელიც ზემოაღნიშნული პრობლემების მარტივად მოგვარებაში დაგეხმარებათ.

როგორ დამეხმარება ფინანსური პრობლემის მარტივად მოგვარებაში KIMBI?

Kimbi-ში შეგიძლიათ მიიღოთ 500 -დან 3 ათას ლარამდე ოდენობის სამომხმარებლო სესხები სწრაფად და მარტივად, ონლაინ რეჟიმში.

თანხის მისაღებად არ არის საჭირო არანაირი დოკუმენტი ან დოკუმენტის ასლი, თავდები, თანამსესხებელი, გირაო და სესხის უზრუნველყოფა.

Kimbi -ს სამომხმარებლო ონლაინ სესხის მიღება შეუძლია ნებისმიერ პირს, რომელიც არის 20 წელს გადაცილებული საქართველოს მოქალაქე, შეუძლია სესხის დაფარვა და მისი ასაკი არ აღემატება 60 წელს. Kimbi -ში სესხები გაიცემა 3 -დან 24 თვემდე ვადით, რაც იმას ნიშნავს, რომ Kimbi -ს საშუალებით, თქვენ შეგიძლიათ დააფინანსოთ თქვენი გრძელვადიანი ინტერესები.

როგორ მივიღო სამომხმარებლო სესხი Kimbi -ში?

Kimbi -ში სამომხმარებლო სესხის მისაღებად, უნდა ეწვიოთ ვებგვერდს www.kimbi.ge. საიტის მთავარ გვერდზე დაგხვდებათ სესხის ონლაინ კალკულატორი, რომელზეც უნდა მონიშნოთ თქვენთვის სასურველი თანხა და კრედიტის დაფარვის თქვენთვის მისაღები პერიოდი, რის შემდეგაც აკლიკებთ ღილაკს „სესხის აღება“ და ავტომატურად გადადიხართ ონლაინ რეგისტრაციის გვერდზე.

რეგისტრაციის ფორმა გახლავთ მარტივი და ადვილად აღსაქმელი. მას თან ახლავს ინსტრუქცია და განმარტებულია თითოეულ ველში მისათითებელი ინფორმაცია.

რეგისტრაციისას მოგიწევთ:

• პირადი ინფორმაციის მითითება;

• პირადი ფინანსური მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მითითება;

• დამატებითი საკონტაქტო ინფორმაციის (სახლისა და ოჯახის წევრის ტელეფონის ნომერი) მითითება;

• პირადი საბანკო ანგარიშის იდენტიფიკაცია, რაც kimbi -ს საბანკო ანგარიშზე, სიმბოლური 1 თეთრის გადმორიცხვას გულისხმობს.

რეგისტრაციის შემდეგ, უნდა დაადასტუროთ, რომ გაეცანით Kimbi -ს ხელშეკრულების პირობებს და ეთანხმებით მას.

რეგისტრაციისა და სესხის ონლაინ განაცხადის გაკეთების შემდეგ, თქვენი მოთხოვნა იგზავნება განსახილველად და მაქსიმუმ 10 წუთში, მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით, მობილურ ტელეფონზე იღებთ პასუხს Kimbi -ს სამომხმარებლო სესხის დამტკიცებასთან დაკავშირებით.

იმ შემთხვევაში თუ Kimbi -ს სამომხმარებლო ონლაინ სესხი დაგიმტკიცდათ, თანხას მომენტალურად მიიღებთ პირად საბანკო ანგარიშზე.

აუცილებლად გაითვალისწინეთ, რომ Kimbi -ს სესხის მისაღებად, თქვენ უნდა გქონდეთ პირადი საბანკო ანგარიში Kimbi -ს პარტნიორი ბანკებიდან ერთ -ერთში.

Kimbi -ს პარტნიორი ბანკები კი გახლავთ:

• თიბისი ბანკი

• ტერა ბანკი

• საქართველოს ბანკი

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი