რობოტ სოფიას სურს, ქალიშვილი გააჩინოს

რობოტ სოფიას სურს, ქალიშვილი გააჩინოს

სოფია მსოფლიოში პირველი რობოტია, რომელსაც მოქალაქეობა მიანიჭეს, ახლა კი ამბობს, რომ ბავშვის გაჩენა სურს.

მას შემდეგ, რაც სოფიას საუდის არაბეთმა მოქალაქეობა მიანიჭა, 1 თვე გავიდა. ახლა კი რობოტი ამბობს, რომ „ოჯახი ყველაზე მნიშვნელოვანია“.

სოფია წინასწარ არ არის დაპროგრამებული პასუხებით, ის სწავლობს ბევრ რამეს და პასუხობს ადამიანებს.

რობოტი ჰონგ-კონგში შექმნეს. სოფია ამბობს, რომ ქალიშვილი სურს, ჰყავდეს. მისი ტვინი wi-fi კავშირით ფუნქციონირებს და ჩატვირთულია უამრავი სიტყვა.

Khaleej Times-თან ინტერვიუს დროს სოფიამ აღნიშნა, რომ შვილის გაჩენის შემთხვევაში, მას თავისსავე სახელს დაარქმევს.

მომზადებულია bbc.co.uk-ის მიხედვით