ელექტრო ავტობუსების წარმოებისთვის თბილისის მიმდებარედ 4 ლოკაციაა შერჩეული.
ამის შესახებ, "ბიზნესპრესნიუსს" კომპანია "ფრეგობასის" დირექტორმა მურმან პატარაიამ განუცხადა.
"ქარხნის ასაშენებლად 4 ლოკაციაა შერჩეული, აქედან ორი თბილისის, ორი კი რუსთავის ტერიტორიაზე მდებარეობს. ამ ეტაპზე ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის სამუშაოები მიმდინარეობს. სწორედ ამ კვლევების შედეგების შედეგად შეირჩევა საწარმოსთვის ოთხიდან ერთი ლოკაცია. დაახლოებით წელიწად ნახევარში კი პირველი სამრეწველო პროდუქცია გვექნება,"-აცხადებს პატარაია. განაგრძეთ კითხვა