დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოსახლეობას გრიპის ვირუსთან დაკავშირებით რეკომენდაციებით მიმართავს

დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოსახლეობას გრიპის ვირუსთან დაკავშირებით რეკომენდაციებით მიმართავს

გრიპის ვირუსის ცირკულაცია ლაბორატორიულად ჯერ არ გამოვლენილა, - ამის შესახებ დაავადებათა  კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა. მისივე თქმით, საზოგადოებაში იზრდება აცრის კულტურა, სამიზნე პოპულაციების თითქმის 85% აცრილია და ასევე აქტიურობს კერძო სექტორიც.

"ჯერჯერობით გარკვეული სიმშვიდეა. გრიპის ვირუსის ცირკულაცია ლაბორატორიულად ჯერ არ გამოვლენილა, ახლა ველოდებით ნოემბრის ბოლოს-დეკემბრის პირველ კვირაში. ვაკვირდებით სიტუაციას, წარმატებით მიმდინარეობს აცრები. სამიზნე პოპულაციების თითქმის 85% აცრილია. აცრის კუთხით როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო სექტორიც აქტიურობს. აცრის კულტურა იზრდება ქვეყანაში. ჩვენ გვაქვს ე.წ. ზედამხედველობის ქსელი ანუ ვაკონტროლებთ ქვეყანაში ვირუსების ცირკულაციას", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მან მოსახლეობას რეკომენდაციებითაც მიმართა, ესენია: აცრის გაკეთება, ჰიგიენური ნორმების დაცვა - ხელის ხშირი დაბანა, ხშირი განიავება.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი მოსახლეობას მოუწოდებს, მაღალი ტემპერატურის შემთვევაში ექიმს მიმართონ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი