"გაზიდე გუდვილი" - უპრეცედენტო აქცია დაიწყო

"გაზიდე გუდვილი" - უპრეცედენტო აქცია დაიწყო

"გუდვილმა" წინასწარ სეიფში შეინახა 1-დან 21 დეკემბრის ჩათვლით ერთ-ერთი დღე. დღე, როცა ყველა მომხმარებელი დასაჩუქრდება!

1-დან 21 დეკემბრის ჩათვლით, ვინც გააკეთებს შენაძენს "გუდვილის" ნებისმიერ ფილიალში და შეინახავს იღბლიან ჩეკს, მიიღებს ამ დღეს დახარჯული თანხის შესაბამის ნებისმიერ პროდუქციას საჩუქრად. სეიფი გაიხსნება და იღბლიანი დღეც 22 დეკემბერს გამოცხადდება.

"მთავარი მიზანია, რომ წინასაახალწლოდ რაც შეიძლება მეტი მომხმარებელი დასაჩუქრდეს, ამიტომ მოვიფიქრეთ ასეთი არასტანდარტული და საინტერესო აქცია.

იღბლიანი დღის რიცხვი დალუქულია სეიფში, რომელიც დიდი დიღმის გუდვილში დგას. მომხმარებელს შეუძლია სეიფის პირდაპირი ჩართვა FACEBOOK გვერდზეც ნახოს. 22 დეკემბერს რუსთავი 2-ის პირდაპირ ეთერში გაიხსნება სეიფი და იღბლიანი დღე გამოცხადდება. დღე, როცა ყველა მომხმარებელი დასაჩუქრდება" - აცხადებს "გუდვილის" მარკეტინგისა და PR სამსახურის ხელმძღვანელი ნატა წერეთელი.

რა უნდა გააკეთოს მომხმარებელმა?

- 1-დან 21 დეკემბრის ჩათვლით უნდა გააკეთოს შენაძენი გუდვილში

- შეინახოს ყველა ჩეკი

- 22 დეკემბერს დაელოდოს იღბლიანი დღის გამოცხადებას

- 23-25 დეკემბერს მიიღოს ჩეკის თანხის შესაბამისი ნებისმიერი პროდუქცია საჩუქრად.

შეგახსენებთ, რომ სს. "გუდვილი" ქართულ საცალო სფეროში 12 წელია ოპერირებს და ერთ-ერთ ლიდერ კომპანიას წარმოადგენს. წელს "გუდვილი" მომხმარებლის წინაშე განახლებული სახით წარსდგა და სულ მალე ახალი ფილიალი გაიხსნება სავაჭრო ცენტრში "გალერია თბილისი".

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი