საახალწლო გამოფენა-გაყიდვა მზრუნველობა მოკლებულთა დასახმარებლად

საახალწლო გამოფენა-გაყიდვა მზრუნველობა მოკლებულთა დასახმარებლად

2 დეკემბერს 10:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე სასტუმროში "რედისონ ბლუ ივერია" "ქალთა საერთაშორისო ასოციაცია საქართველო" (IWAG) ტრადიციულ საახალწლო გამოფენა-გაყიდვას გამართავს.

გამოფენა-გაყიდვის შედეგად შემოსული თანხა სრულად მოხმარდება მზრუნველობა მოკლებულ ან განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ქალებს, ბავშვებს და მოხუცებს.

ამ გამოფენით მიღებული შემოსავლის ძირითადი ბენეფიციარები არიან: არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც მუშაობენ ოჯახური ძალადობის მსხვერპლ ქალთა პროფესიული განათლების და შემდგომში მათი დასაქმების უზრუნველყოფის მიმართულებით.

ასევე, „გამარჯვებულ ქალთა კლუბი", რომელიც ეხმარება სიმსივნით დაავადებულ ქალებს ოპერაციის შემდგომ რეაბილიტაციაში. და, სოფელ წილკანში, იძულებით გადაადგილებულთა კომპაქტურ დასახლებაში არსებული საბავშვო ბაღი.

სახალწლო გამოფენა-გაყიდვაზე მოსულ სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ შეიძინონ საახალწლო საჩუქრები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, ქართველ და უცხოელ ხელოვანთა საავტორო ნამუშევრები და დააგემოვნონ ინტერნაციონალური სამზარეულო.

გამოფენაში მონაწილეობას იღებს ქართველი თუ სხვა მრავალი ქვეყნის ხელოვნების დარგის წარმომადგენელი და 30- მდე საელჩო თუ საერთაშორისო მისია: ავსტრია, აზერბაიჯანი, ამერიკის შეერთებული შტატები, ბულგარეთი, გერმანია, დანია, ესტონეთი, ესპანეთი თურქეთი, იაპონია, იტალია, ლიტვა, ლატვია ნიდერლანდები, პოლონეთი, საფრანგეთი, სლოვაკეთი, უკრაინა, შვედეთი,შვეიცარია, ჩეხეთი, ჩინეთი, ყატარი.

დამატებითი ინფორმაცია ორგანიზატორის შესახებ:

IWAG წარმოადგენს საქველმოქმედო სტატუსის მქონე არაკომერციულ, არასამთავრობო ორგანიზაციას და ქალთა საერთაშორისო ასოციაციის მსოფლიო ქსელის ნაწილს. ასოციაცია ცდილობს გააღრმავოს მისი უცხოელი წევრების მიერ საქართველოს და ქართული კულტურის შეცნობა და გაუადვილოს უცხოელებს მშობლიური ქვეყნებიდან შორს ცხოვრება და მუშაობა. IWAG ახორციელებს საქველმოქმედო პროექტებს და მისი მთავარი მიზანია სოციალურად დაუცველი ქალების, ბავშვების და მოხუცების დახმარება.

IWA Georgia ვებ გვერდი www.iwa.ge

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი