სამი ძმა ყაზბეგიდან - ძმური დინასტიები ქართულ საჭიდაო სამყაროში

სამი ძმა ყაზბეგიდან - ძმური დინასტიები ქართულ საჭიდაო სამყაროში

ქართულ თუ მსოფლიოს სპორტს ოჯახური დინასტიების არაერთი მაგალითი ახსოვს. მათ შორის - წარმატებული ძმებისაც, რომლებსაც დიდ ასპარეზზე ერთად თუ ცალ-ცალკე უმნიშვნელოვანესი გამარჯვებები მოუპოვებიათ.

გუნდურ სახეობებში ძმები ძალიან ხშირად თანაგუნდელებად გვევლინებიან, ინდივიდუალურ სახეობებში კი ხშირად ერთმანეთის მეტოქეობაც უწევთ.

ქართულ საჭიდაო სახეობებში ძმური დუეტები ბევრი არა, მაგრამ მაინც გვყავს. ასე მაგალითად, თავისუფალ ჭიდაობაში ახლო წარსულში ერთბაშად სამი ძმა მოვიდა ყაზბეგიდან: დავითი, ირაკლი და გიორგი მარსაგიშვილები. ისინი სოფელ არშადან მოვიდნენ დიდ სპორტში, რაც მათი მამის - ლევან მარსაგიშვილის დიდი დამსახურებაა: სახლში სავარჯიშო დარბაზი ჰქონდა მოწყობილი და შვილებს ვარჯიშს აძალებდა, თუმცა არა მარტო ჭიდაობაში, არამედ - ფეხბურთსა და სხვა სახეობებშიც.

მამა ცდილობდა, შვილები სპორტულად, ჯანმრთელად აღეზარდა და ეზიარებინა ცხოვრების ჯანსაღი წესისთვის, ამ მიზნის მისაღწევად კი სპორტის სახეობას არსებითი მნიშვნელობა არ ჰქონდა. უბრალოდ, ყოფილმა მოჭიდავემ ყველაზე კარგად ჭიდაობა იცოდა და, ალბათ, ამის დამსახურებაა, რომ სამივე შვილი ჭიდაობას გაჰყვა.

მამას იმედები ყველაზე მეტად უფროსმა - დათომ გაუმართლა, ვინც ეროვნულ ნაკრებში ორჯერ გახდა ევროპის ჩემპიონი, მსოფლიოს პირველობასა და ოლიმპიადაზე კი ბრინჯაოს მედლები მოიპოვა. თუმცა ორივე ბრინჯაო მისთვის დანაკარგი უფრო, ვიდრე - მონაპოვარი, რადგან იმ კონკრეტულ შეჯიბრებებზე გაცილებით მეტს იმსახურებდა და პატარა შეცდომის გამო გახდა იძულებული, ბრინჯაოთი დაკმაყოფილებულიყო.

განსაკუთრებით დასანანი ლონდონის ოლიმპიადაზე მისი წაგება იყო, სადაც უაღრესად ხელსაყრელ ბადეში მოხვდა, ასპარეზობა ჩინებულადაც დაიწყო, მაგრამ ნახევარფინალში საჭიდაო სამყაროსთვის მაშინ ჯერ კიდევ უცნობ პუერტო რიკოელ ხაიმე ესპინალისთან წააგო.

არადა, თავიდან უგებდა და თითქოს ოლიმპიადის ფინალში გასვლა ძალზე რეალური იყო...განაგრძეთ კითხვა sportall.ge-ზე

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი