რა საფრთხე ელის თქვენს შვილს, თუ ტელევიზორთან და კომპიუტერთან დიდ დროს ატარებს

რა საფრთხე ელის თქვენს შვილს, თუ ტელევიზორთან და კომპიუტერთან დიდ დროს ატარებს

თუ ბავშვი ტელეეკრანთან, კომპიუტერთან ან პლანშეტთან დასაშვებზე მეტ დროს გაატარებს, მას, შესაძლოა, მეტყველების, ანდა - ფსიქიკური განვითარების შეფერხება აღენიშნოს, ამის შესახებ ნეიროფსიქოლოგი, ფსიქოლოგიის მეცნიერებათა მაგისტრი მაიკო ჯავახიშვილი აცხადებს.

მისი ინფორმაციით, ამერიკის პედიატრთა ასოციაცია გვირჩევს, რომ 0-18 თვემდე ასაკის ბავშვებში საერთოდ არ გამოვიყენოთ ციფრული ტექნოლოგია. ხოლო 18 თვიდან მხოლოდ მკაცრად განსაზღვრული და შეზღუდული დროით.

მნიშვნელოვანია იმის ცოდნაც, რომ ეკრანის ყურებაში არ იგულისხმება მხოლოდ მის წინ ჯდომა. არსებობს პასიური მოსმენა, როდესაც ტელევიზორი, ან კომპიუტერი ჩართულია ბავშვის გარემოცვაში; სივრცეში სადაც ის თამაშობს, ჭამს, ან იძინებს. ბევრ ოჯახში ოჯახის წევრივით მიღებულია საათობით ჩართული ტელეეკრანი, როგორც მოსაუბრე, სიჩუმის შემავსებელი. ეს აფერხებს 2 წლამდე ასაკის ბავშვის მეტყველების განვითარებას. 2 წლის ზემოთ კი ქმნის რისკს ბავშვმა მოისმინოს ისეთი ინფორმაცია, რაც ასაკისთვის შეუსაბამოა.

რატომ არის ბავშვების მიერ ტექნოლოგიების გამოყენება ასე მკაცრად განსაზღვრული?

0-დან 3 წლამდე ასაკი არის ის პერიოდი, როდესაც ადამიანის თავის ტვინი ყველაზე სწრაფად ვითარდება და შესაბამისად, ყველაზე მგრძნობიარეა; ამ კრიტიკულ წლებში ბავშვები ქმნიან მათი მომავალი სოციალური, ინტელექტუალური და ფიზიკური ზრდა-განვითარების საფუძველს. ბავშვის თავის ტვინივითარდებაგარემოსთანაქტიურიკონტაქტით, ადამიანებთანურთიერთობით. ეკრანთან გატარებული დრო ხელოვნურად აფერხებს და ზღუდავს ბავშვის ნორმალურ ფსიქიკურ განვითარებას, რადგან ეკრანთან ჯდომა ნიშნავს ნაკლებ მოძრაობას/ფიზიკურ აქტივობას, ნაკლებ თამაშს, ნაკლებ რეალურ ურთიერთობებს ადამიანებთან, ნაკლებ მეტყველებას, ნაკლებ გამოცდილებას და შეხებას გარესამყაროსთან. შედეგად, ასეთ ბავშვებს ძალინ ხშირ შემთხვევაში უჭირთ მეტყველება, კომუნიკაცია, თამაში.

ქვემოთ ჩამოთვლილია ის უარყოფოთი შედეგები, რაც შეიძლება გამოიწვიოს მოწყობილობების უკონტროლო გამოყენებამ:

• მეტყველების შეფერხება

• ფსიქიკური განვითარების შეფერხება

• ყურადღების დეფიციტი

• სწავლის პრობლემები

• ჯანმრთელობის პრობლემები (ჭარბი წონა, დიაბეტი, მხედველობისა (მიოპია) და ხერხემლის (სქოლიოზი) პრობლემები

• ძილის პრობლემები

• ქცევის პრობლემები (ტანტრუმები/ისტერიკა/აგრესია)

• ემოციური პრობლემები (შფოთვა, დეპრესია)

რა სიხშირით გამოვიყენოთ ტექნოლოგიები ბავშვებთან?

2-დან 5 წლამდე ასაკში დასაშვებია ეკრანის გამოყენება დღეში მხოლოდ 1 საათით. სასურველია, ეს დრო დაიყოს მცირე, მაგალითად 15 წუთიან მონაკვეთებად და ბავშვი 1 საათი გადაბმულად არ იჯდეს ეკრანთან. მნიშვნელოვანი პირობაა, პროგრამა იყოს ხარისხიანი, შემეცნებითი, ინტერაქციული, არ შეიცავდეს

ქვემოთ წარმოდგენილი ცხრილი გვიჩვენებს რა ასაკში რა ტიპის და რა დროით არის დასაშვები სხვადასხვა ციფრული ტექნოლოგიის/პროგრამის გამოყენება.

წყარო: wvi.org

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი