რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორი - ხორავას ქუჩაზე დაჭრილი მოსწავლე სისხლის შედედების დარღვევით გარდაიცვალა

რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორი - ხორავას ქუჩაზე დაჭრილი მოსწავლე სისხლის შედედების დარღვევით გარდაიცვალა

რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის, ავთანდილ იმედაძის განცხადებით, 16 წლის მოზარდი სისხლის შედედების დარღვევით გარდაიცვალა.

იხილეთ ვიდეო

როგორც იმედაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, პაციენტს განუვითარდა ე.წ. "ДВС სინდრომი".

"სამწუხაროდ, მიღებული ზომების მიუხედავად, პაციენტი გარდაიცვალა. განვითარდა ე.წ.დევეეს სინდრომი, რომელიც არის სისხლის შედედების ფაქტორების განლევა. ოპერაციის შემდეგ იყო გააქტიურებული აღნიშნული სინდრომი. ეს არის სისხლის შედედების დარღვევა, ანუ როცა ვერ ხდება სისხლის შედედება და იყო მასიური სისხლდენა. ეს ფაქტორი ჩვენთვის მოსალოდნელი იყო. ეს სინდრომი ვითარდება, როცა არის მასიური სისხლის დანაკარგი. ეს სინდრომი ვერ იქნა დაძლეული და პაციენტი გარდაიცვალა", - განაცხადა იმედაძემ.

შეგახსენებთ, რომ ხორავას ქუჩაზე დაჭრილი მეორე მოზარდი დღეს გარდაიცვალა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი