რა ხდება 51-ე საჯარო სკოლაში, სადაც დირექტორი და პედაგოგები არიან შეკრებილები

რა ხდება 51-ე საჯარო სკოლაში, სადაც დირექტორი და პედაგოგები არიან შეკრებილები

51-ე საჯარო სკოლაში, რომლის ორი მოსწავლე ხორავას ქუჩაზე მომხდარი ჩხუბის შედეგად დაიღუპა, დირექტორი და პედაგოგები არიან შეკრებილები. ისინი მედიასთან არ აკონკრეტებენ, რატომ მივიდნენ დღეს სკოლაში.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” 51-ე სკოლის ერთ-ერთმა მასწავლებელმა განუცხადა, მას დაურეკეს და სკოლაში მისვლა სთხოვეს.

”ამ ბავშვებს მე არ ვასწავლიდი, მაგრამ დამირეკეს და მითხრეს, რომ დირექტორს უნდა შევხვედროდი”,- განაცხადა ერთ-ერთმა პედაგოგმა.

როგორც ცნობილია, გუშინ ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი დაჭრეს. მათგან ერთი გუშინ საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, ხოლო მეორე დღეს რესპუბლიკურ საავადმყოფოში დაიღუპა.

აღსანიშნავია, რომ ორივე გარდაცვლილი 51-ე სკოლის მოსწავლეები არიან.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი