მეუფე იაკობის ვარაუდით, სამების ტაძარში ხანძარი შემთხვევით არ გაჩნდა და ის დაწვეს

მეუფე იაკობის ვარაუდით, სამების ტაძარში ხანძარი შემთხვევით არ გაჩნდა და ის დაწვეს

პატრიარქის ქორეპისკოპოსის, მეუფე იაკობის ვარაუდით, სამების ტაძარში ხანძარი შემთხვევით არ გაჩნდა და ის დაწვეს.

"მე ვფიქრობ, რომ ტაძარი დაწვეს. წესიერად რომ გამოეძიებინათ, ალბათ ეცოდინებოდათ", - განუცხადა მეუფე იაკობმა "რუსთავი 2"-ს.

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რისთვის დაწვეს სამების ტაძარი, მეუფე იაკობი პასუხობს, რომ ვიღაცეები სარგებელს ნახულობენ.

"ვიღაცეები სარგებელს ნახულობდნენ აქედან, 2 მილიონზე მეტს. მე ვფიქრობ, რომ გამოეძიებინათ დაიდებოდა, რომ დამწვარია", - განაცხადა მეუფე იაკობმა.

სამების საკათედრო ტაძარში ხანძარი 2016 წლის 20 მარტს გაჩნდა. სამების ტაძარში განთავსებულ სტამბაში გაჩენილი ხანძრის შედეგად 1200 კვ.მეტრი ფართი დაიწვა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი