რა იწვევს აგრესიას მოზარდებში და როგორ უნდა მოიქცეს მშობელი - ფსიქოლოგის რეკომენდაციები

რა იწვევს აგრესიას მოზარდებში და როგორ უნდა მოიქცეს მშობელი - ფსიქოლოგის რეკომენდაციები

ბავშვთა ფსიქოლოგი ელზა მესხი mkurnali.ge-სთან ინტერვიუში ბავშვებსა და მოზარდებზე განხორციელებული აგრესიის მიზეზებსა და გამოსავალზე საუბრობს.

- ბევრმა შესაძლოა იცოდეს, ბევრს კი ალბათ გააკვირვებს იმის გაგება, რომ ბავშვების მიმართ აგრესიას ყველაზე ხშირად მშობლები ამჟღავნებენ. რისი ბრალია ეს?

- საზღვარგარეთ ამის შესახებ დაუფარავად საუბრობენ, საქართველოში კი ეს თემა ერთგვარად ტაბუდადებულია, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ასეთი რამ ჩვენში არ ხდება. ყოველდღიური საზრუნავისგან გადაღლილი მშობლები შვილთან კონფლიქტის დროს ხშირად წონასწორობას კარგავენ და შეუძლიათ ყველაფერი ჩაიდინონ, თუნდაც მხოლოდ იმისთვის, რომ მტირალი პატარა გაჩუმდეს. ზოგიერთი მშობელი ისე ძლიერ სცემს შვილს, რომ ის ტვინის შერყევით და სხვა ტრავმებით სამკურნალო დაწესებულებაში ხვდება. მშობლების ძალადობის შედეგად ბავშვებს უვითარდებათ ყურადღების დეფიციტის სინდრომი, მეტყველების დარღვევა, გონებრივი განვითარების შეფერხება, თვითშეფასება და მადის დარღვევები. ბევრი მშობელი აცნობიერებს, რომ სწორად არ იქცევა და სპეციალისტებთან გადის ფსიქოთერაპიის კურსს.

- სად არის გამოსავალი?

- ბავშვების მიმართ აგრესია ყველაზე მეტად ახასიათებთ ფიზიკურად და ემოციურად გადაღლილ მშობლებს. მათ ვურჩევთ, ისე დაგეგმონ დღის რეჟიმი, რომ პირადი ცხოვრებისთვისაც დარჩეთ დრო. თუ პატარას სამი წელი უკვე შეუსრულდა, შეიძლება მისი საბავშვო ბაღში მიყვანა. ამ ასაკში მათ იმის გაგებაც შეუძლიათ, რომ დედა დაიღალა და დასვენება სჭირდება. ბავშვისთვის ამის ახსნა ერთგვარი აღმზრდელობითი ნაბიჯიც იქნება - მან ხომ სხვისი გრძნობების პატივისცემაც უნდა ისწავლოს. დროთა განმავლობაში მას გამოუმუშავდება პატივისცემა მშობლების საქმიანობის მიმართ, გააცნობიერებს, რომ დედ-მამის დრო სულ მას არ ეკუთვნის.

გამორიცხული არ არის, ცოტა ხანში თავად მისგან გაიგონოთ: "დედიკო, არ მცალია, მოგვიანებით ვისაუბროთ", ან "ცოტა ხანს მაცადე, განმარტოება მინდა". ეს ნუ შეგაშინებთ; უბრალოდ, ბავშვმა შეიგნო, რომ არსებობს საზღვარი მის შინაგან სამყაროს, ინტერესებს, მოთხოვნებსა და გარემოს შორის. გარდა ამისა, ბავშვები სწორედ მშობლებისგან სწავლობენ იმის სიტყვიერ გამოხატვას, რასაც განიცდიან. ფსიქოლოგიის თვალსაზრისით, ეს მეტად მნიშვნელოვანია - ადამიანს უნდა შეეძლოს საკუთარი გრძნობების სხვისთვის გაზიარება, ნაცვლად დამალვისა.

- ხშირად აგრესიის მიზეზი მშობლების აპათიაა...

- აპათია - ეს არის პასიური ემოციური მდგომარეობა, განურჩევლობა, გულგრილობა გარშემო მყოფთა მიმართ. ხშირად იგი გამოწვეულია მძიმე ფინანსური მდგომარეობით, სამსახურში დაძაბული ვითარებით, ოჯახში აწეწილი ურთიერთობებით. ყოველივე ამის შედეგად კი ყველაზე მეტად ოჯახის მცირეწლოვანი წევრები ზარალდებიან. ასეთ დროს აუცილებელია პრობლემის მოგვარება. შესაძლოა, საჭირო გახდეს ნევროლოგისა და ფსიქოთერაპევტის დახმარება. პოზიტიური შედეგი მოაქვს ბავშვთან ერთად სეირნობას, საყვარელი ნათესავების მონახულებას. დიდ დახმარებას გაგვიწევს იმის გააზრებაც, რომ გვსურს, კარგი მშობლები ვიყოთ.

არსებობს ე.წ. ხუთოსნის კომპლექსი, როდესაც საზოგადოებრივ ცხოვრებაში წარმატებულ დედებს სურვილი უჩნდებათ, შვილი უმაღლესი სტანდარტების შესაბამისად აღზარდონ. ისინი მიილტვიან, შეუქმნან შვილს საუკეთესო პირობები, გამუდმებით ჩასჩიჩინებენ, რომ მიუღწეველი მიზანი არ არსებობს, რომ დაღლა არ შეიძლება განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი