51-ე სკოლის დირექტორი - სკოლა სტრესშია, ველოდებით ფსიქოლოგებს, რომ ბავშვებთან იმუშაონ

51-ე სკოლის დირექტორი - სკოლა სტრესშია, ველოდებით ფსიქოლოგებს, რომ ბავშვებთან იმუშაონ

თბილისის 51-ე სკოლის დირექტორის, მანანა თურქაძის განცხადებით, სკოლაში პნევმატური იარაღი არასოდეს ყოფილა და მოსწავლეების შემოწმება პერიოდულად ხორციელდებოდა. ამის შესახებ თურქაძემ ჟურნალისტებს განუცხდა.

"საფუძვლიანი ეჭვის შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ხდება მოსწავლეების შემოწმება. ორი მოსწავლეც რომ საეჭვოდ გადაადგილდებოდეს, სახეზეც რომ შევატყოთ ისეთი რამის ქონა, რაც არ უნდა ჰქონდეს, ასეთ შემთხვევაშიც, რა თქმა უნდა, ვამოწმებთ.

პნევმატური იარაღი არასდროს ყოფილა სკოლაში და არც ამ შემთხვევაში ყოფილა.

დაპირისპირება რომ გაეგოთ მანდატურებს, ეს ამბავი არ მოხდებოდა", - განაცხადა მანანა თურქაძემ.

რაც შეეხება სკოლაში ფსიქოლოგების მუშაობას, 51-ე სკოლის დირექტორის თქმით, განათლების და მეცნიერების სამინისტროდან ფსიქოლოგებს ელოდება, რომლებიც სკოლის ფსიქოლოგთან ერთად იმუშავებს.

"სკოლა სტრესშია. ველოდებით ფსიქოლოგებს სამინისტროდან და ისინი ჩვენს ფსიქოლოგთან ერთად ბავშვებთან იმუშავებენ," - განაცხადა თურქაძემ.

თურქაძის თქმით, საგაკვეთილო პროცესი სკოლაში ჩვეულ რეჟიმში გრძელდება.

"სკოლაში ზოგადად ისეთი სიტუაციაა, მოსწავლეების ნაწილი მოვა, ნაწილი არ მოვა. ვინც არ მოვა, დამრიგებლები მშობლებთან მოიკითხავენ ამბავს და ისინი მოვლენ აუცილებლად. ჩვენს სკოლაში რომ ბევრი მოსწავლეა, ეს არის დიდი ხნის პრობლემა - ხელოვნურად გაზრდილი მოსწავლეთა რაოდენობა. ეს, რა თქმა უნდა, არასწორია, ზოგადად, სკოლებში არ უნდა იყოს ამდენი მოსწავლე, თუმცა, აქ უკონტროლო სიტუაცია არასდროს ყოფილა, ადმინისტრაცია და მანდატურები აკეთებს იმაზე ბევრად მეტს, ვიდრე გაკეთება შეიძლება. რის გამო მოხდა კონფლიქტი, რამდენად სერიოზული იყო, ამას გამოძიება დაადგენს. ასე დაუნდობლად რომ დახოცეს ჩვენი ნაფერები ბავშვები, ამას გამოძიება დაადგენს. მე იმ დღეს სკოლაში არ ვიყავი, შვებულებაში გახლდით. ამიტომ მეც ველოდები გამოძიების შედეგს. ამ წუთში სკოლას ვჭირდები, რადგან სიტუაცია არის სამართავი", - განაცხადა მანანა თურქაძემ.

51-ე სკოლასთან, ისევე როგორც პირველ ექსპერიმენტულ სკოლასთან, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟებია მობილიზებული.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი