ტექნიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, ხვალ, სანზონის და თემქის აბონენტების ნაწილს გაზმომარაგება შეუწყდება. როგორც ”ინტერპრესნიუსს” შპს ”ყაზტრანსგაზ-თბილისიდან” აცნობეს, ტექნიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, 6 დეკემბერს, 16:00 საათიდან, გაზმომარაგება შეუწყდება სანზონის, თემქის დასახლება, IV კვარტალი, კორპუსი № 7ა, № 8, № 9, № 9ა, №9ბ-ში მცხოვრებ მოსახლეობას. გაზის მიწოდება აღდგება 18:00 საათიდან ეტაპობრივად სამუშაოების დასრულებისთანავე.
შპს "ყაზტრანსგაზ-თბილისი" ბოდიშს უხდის თავის აბონენტებს დისკომფორტისთვის და მოუწოდებს მათ არ დატოვონ უყურადღებოდ გაზის დანადგარები, ხოლო ონკანები ჰქონდეთ დაკეტილ მდგომარეობაში. მოქალაქეების მიერ უსაფრთხოების წესების შეუსრულებლობით გამოწვეულ შედეგებზე შპს "ყაზტრანსგაზ-თბილისი" პასუხისმგებელი არ არის.