რატომ მოხვდა "გრიშა კაკაჩია" საავადმყოფოში და როდის დაუბრუნდება ის მაყურებელს

რატომ მოხვდა "გრიშა კაკაჩია" საავადმყოფოში და როდის დაუბრუნდება ის მაყურებელს

მსახიობი დავით კვირცხალია საავადმყოფოში მოხვდა. როგორც ირკვევა, ყველასათვის საყვარელმა "გრიშა კაკაჩიამ" რამდენიმე დღის წინ მუცლისა და ჭიპის თიაქრის ოპერაცია გაიკეთა. ახლა თავს უკეთ გრძნობს. როორც აღმოჩნდა, რომ კაკაჩიას ძალიან ბევრი გულშემატკივარი ჰყავს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობით უამრავი ადამიანი დაინტერესდა. ჟურნალი "სარკე" მდგომარეობის გასარკვევად მსახიობს დაუკავშირდა.

- ბატონო დავით, როგორ ბრძანდებით?

- ცუდად ვარ, ოპერაცია ახლახან გავიკეთე. ყველას ძალიან დიდი მადლობა. მუცლის თიაქარი მქონდა და ოპერაცია გავიკეთე. ნელ-ნელა უკეთ ვარ, გუშინ პირველად ავდექი ფეხზე, ჯერჯერობით ტკივილები ისევ მაქვს, მაგრამ საშიში არაფერია.

- უკვე სხალში ხართ?

- კი, ჩვეულ ფორმას ვუბრუნდები და ალბათ, მომდევნო კვირიდან ყველაფერი ძველ კალაპოტში ჩადგება.

- პირველი ოპერაციაა თქვენთვის, ემოციურად, ალბათ რთული იყო...

- ძლიერი ტკივილები მქონდა, სხვა არაფერს ვწუხდი. უღრმესი მდალობა კლინიკას და პერსონალს, ასეთი კარგი მოპყრობისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ოპერაციას პირველად ვიკეთებდი, არ მეშინოდა. არც არაფერი გამიგია. გადასარევი ქირურგი მყავდა. ისეთი ლამაზი პერსონალი ჰყავთ, გადასარევი ახალგაზრდა გოგონები (იცინის). 24 საათი თავზე მადგნენ ეს ულამაზეს გოგონები, მაგრამ ძლიერ ტკივილს რას უშველიდნენ. კი მიკეთებდნენ ტკივილგამაყუჩებლებს, მაგრამ ჭრილობა მაინც თავისას შვრებოდა.

- როგორც ჩანს, კაკაჩიამ თავისი საქმე გააკეთა.

- (იცინის). ეტყობა, ამ სერიალს ყველა უყურებს. ყველა ისე დადებითად იყო განწყობილი, რომ თავს გადასარევად ვგრძნობი, თუ ტკივილებს არ ჩავთვლით (იცინის). არც პატივისცემა დამკლებია და არც - მკურნალობა. მოკლედ, ძალიან კმაყოფილი ვარ. დიდი ჭირი მოვიშორე თავიდან, ვის უყვარს ოპერაცია და მით უმეტეს, ამ ასაკში პირველად რომ იკეთებ... ხომ გეუბნებით, აქამდე გლანდებისა და ბრმანაწლავის ოპერაციაც კი არ მქონდა გაკეთებული. ახლა, მუცელზე ამხელა ჭრილობა მაქვს. თუმცა, რა დროს ჩემი შიშია.

- მკითხველს აინტერესებს, როდის გამოჩნდებით სერიალში...

- მელოდებიან. ჩემს გამოჯანმრთელებას ელოდებიან და გამოვჩნდები მალე.

ქეთი კაპანაძე

ჟურნალი "თბილისელები"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი