თითქმის ერთი თვეა, ახლობლები 19 წლის ანდრო ქობალავას ეძებენ. 19 წლის ახალგაზრდა ბოლოს 10 ნოემბერს ნახეს. მან საცხოვრებელი სახლი 22:00 საათზე დატოვა. ახლობლების ინფორმაციით, მეტრო "ვარკეთილის" მიმდებარე ტერიტორიაზე ტაქსში ჩაჯდომის შემდეგ ქობალავას კვალი იკარგება.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ქობალავას ძებნა ინტენსიურად მიმდინარეობს. ოჯახი მოქალაქეებს სთხოვს, თუ რამე ინფორმაციას ფლობენ აღნიშნულ პირზე, დაუკავშირდნენ ანდრო ქობალავას ოჯახის წევრებს, ნომერზე 557 248384.