როგორ შეძლო ისლანდიამ, აგრესიული ახალგაზრდები 20 წელში რადიკალურად შეეცვალა

როგორ შეძლო ისლანდიამ, აგრესიული ახალგაზრდები 20 წელში რადიკალურად შეეცვალა

ჯერ კიდევ 20 წლის წინ ისლანდიელი მოზარდები ძალიან აგრესიულები და დაუმორჩილებლები იყვნენ, ახლა კი მათ ევროპაში ყველაზე კარგად აღზრდილებად მიიჩნევენ.

ახალგაზრდების ქცევის გამოსასწორებლად ისლანდიამ არაერთი აკრძალვა დააწესა, მათ შორის კომენდანტის საათი, რომლის მიხედვით 22:00 საათზე 16 წლამდე ასაკის ყველა მოზარდი სახლში უნდა იყოს.

"მშობლები ვიკრიბებით საღამოობით, ვსეირნობთ ჩვენს რაიონში და ვეძებთ შვილებს, რომლებისთვისაც უკვე სახლში დაბრუნების დროა," - ამბობს ერთ-ერთი მოზარდის დედა, მართა სიგორიოუნსდოტირი.

ამასთან, მშობლები ბავშვებისთვის ოჯახში გარკვეულ წესებს ადგენენ, მაგალითად:

  • ყველა წევრი სახლში უნდა იყოს 16:00 საათზე და ერთად გაატარონ დრო 20:00 საათამდე, ვიდრე ბავშვების ძილის დრო დადგება
  • ისლანდიაში ყველა მოზარდი ვალდებულია, სპორტით დაკავდეს. სპორტისა და ჰობისთვის თითოეული მათგანი წელიწადში 500 დოლარს იღებს. გოგონები და ბიჭები კვირაში 5-6-ჯერ ვარჯიშობენ ფეხბურთში
  • წელიწადში ერთხელ ყველა ახალგაზრდა მონაწილეობას იღებს გამოკითხვაში, რომელიც მათ საჭიროებებს სწავლობს

პროგრამის "ისლანდიელი ახალგაზრდობა" დირექტორი ამბობს, რომ ისინი მოზარდების ცხოვრებაში რამდენიმე ფაქტორს სწავლობენ: დამოკიდებულებას თანატოლებთან, ოჯახის წევრებთან, ფსიქოაქტიური ნივთიერებების გამოყენებას და ზოგადად, როგორ გრძნობენ თავს ბავშვები. ყოველი გამოკითხვის შემდეგ შედეგები სკოლას ეგზავნება, რათა უკეთესი პირობები შექმნან მოსწავლეებისთვის.

ახალგაზრდების სწორად განვითარებისთვის აქტიურად ზრუნავს ხელისუფლება. პოლიტიკოსები ვალდებულები არიან, მხარი დაუჭირონ პროგრამას.

"აუცილებელია, გამოვყოთ საჭირო ფინანსები, ვესაუბროთ მშობლებს, სკოლებს და ახალგაზრდების კლუბებს. ყველა აქტიურად უნდა იყოს ჩართული პროგრამაში. შესაძლოა, სწორედ ამ პროგრამის წყალობით დავამარცხეთ ინგლისის საფეხბურთო ნაკრები ევრო 2016-ზე," - ამბობს რეიკიავიკის მერი დაურ ეიერტსოუნი.

მომზადებულია BBC-ის მიხედვით

"საქართველოში წარმოებული მედიკამენტები სომხეთშიც კი უფრო იაფია, ვიდრე ჩვენთან" - ექსპერტი ხსნის, რა შემთხვევაში გაიაფდება წამლები

3 ქართული კერძის რეცეპტი, რომლებიც საახალწლო სუფრაზე აუცილებლად უნდა გქონდეთ - რჩევები კულინარისგან

როგორია მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელმაც თვითმკვლელობა სცადა