ელექტროქსელის საიმედოობის გაზრდის მიზნით დღეს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
როგორც "ინტერპრესნიუსს" კომპანია "თელასიდან" აცნობეს, ელექტროქსელის საიმედოობის გაზრდის მიზნით, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება საბურთალოს რაიონში, აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), დიღმის სასწავლო მეურნეობის, გიორგი ბრწყინვალეს, მეფე მირიანის, დავარის, ავთანდილის და ყურაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს. 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის და ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის მცხოვრებლებს. ხოლო 11:00 საათიდან, 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ფანჯიკიძის, ტაშკენტის და ბუდაპეშტის ქუჩების მცხოვრებლებს.
ელექტროქსელის საიმედოობის გაზრდის მიზნით, შეზღუდვა გავრცელდება ნაძალადევის რაიონშიც, სადაც 12:00 საათიდან 14:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება, გუდამაყრის ქუჩის მცხოვრებლებს.
გლდანის რაიონში კი, 11:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება, გლდანის მასივის II, VII, VIII მიკრორაიონების, სოფელი გლდანის, მუხიანის აგარაკები, მუხიანის IVა, IVბ მიკრორაიონების და ქერჩის ქუჩის მცხოვრებლებს. ელექტროქსელის საიმედოობის გაზრდის მიზნით 11:00 საათიდან 12:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: მუხიანის III მიკრორაიონის მცხოვრებლებს. ელექტროქსელის საიმედოობის გაზრდის მიზნით 12:30 საათიდან 13:30 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: მუხიანი I მიკრორაიონის მცხოვრებლებს.
სამგორის რაიონში, ელექტროქსელის საიმედოობის გაზრდის მიზნით 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ნავთლუღის დასახლების, სამშენებლო დასახლების, კახეთის გზატკეცილის, ჭიჭინაძის, გრიგოლ ლორთქიფანიძის, ჯავახეთის და პოლიციის ქუჩების მცხოვრებლებს.
ანალოგიური მიზეზით, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის მეურნეობის, სამგორის დასახლების, ვარკეთილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიის, ვარკეთილი-III ზემო პლატოს, კახეთის გზატკეცილის, რკინიგზის ჩიხის, თვალჭრელიძის, მაისურაძის, გახოკიძის და ბერიაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.
ისნის რაიონში, ელექტროქსელის საიმედოობის გაზრდის მიზნით 11:00 საათიდან 14:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ქეთევან წამებულის მოედნის, ქეთევან დედოფლის გამზირის (ნაწილობრივ), დოლაბაურის, კაჭარავას, ლეხ კაჩინსკის, არბოშიკის, სამასი არაგველის, გელოვანის, შავსოფლის, იალბუზის, პატარძეულის, ეთერ კაკულიას, უჯარმის, ბოდბეს, ეკატერინე ფორაქიშვილი-სარაჯიშვილის, ბოჭორმის და ზახაროვის ქუჩების მცხოვრებლებს.
ვაკის რაიონში ელექტროქსელის საიმედოობის გაზრდის მიზნით 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.
12:00 საათიდან 13:30 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), დარიალის, აბაშიძის და ფალიაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო და აცხადებენ, რომ სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება ასევე „ენერგო-პრო ჯორჯიას" აბონენტების ნაწილსაც.
კომპანია "ენერგო-პრო-ჯორჯიას" ინფორმაციით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 6 დეკემბერს, 11:00 საათიდან 18:00 საათამდე, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება დუშეთის რაიონის სოფლებს არახვეთი, ზემო მლეთა და ქვემო მლეთა, სულ 159 აბონენტს; 11:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება დუშეთის რაიონის სოფლებს ხეობა, გურგალველი, ვარცლა, საცხავატლო და მიმდებარე სოფლებს, სულ 151 აბონენტს; 12:00 საათიდან 15:00 საათამდე, კი მცხეთაში აღმაშენებლის, იბერიელის, რესტორან მწვანე კონცხის და მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებლებს, სულ 205 აბონენტს.
კომპანიაში აცხადებენ, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.