„მეთაფლია“ პიონერი ნატურალური თაფლისა და მეფუტკრეობის პროდუქტების წარმოება-მიწოდებაში

„მეთაფლია“ პიონერი ნატურალური თაფლისა და მეფუტკრეობის პროდუქტების წარმოება-მიწოდებაში

მრავალი მილიონი წელია, რაც ადამიანი საკვებად, სამკურნალოდ და ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად იყენებს ფუტკრის ცხოველმყოფელობის პროდუქტებს. ამდენად მნიშვნელოვანია, შევიძინოთ ხარისხიანი პროდუქცია, რასაც გვთავაზობს შპს "მეთაფლია", რომლის გენერალური დირექტორი, ბატონი როლანდ ზირაქაშვილი გვიზიარებს კომპანიისა და ზოგადად, საქართველოში მეფუტკრეობის განვითარების მიმრთულებების შესახებ მოსაზრებებს.

- ჩემი ოცნება იყო ქართული პროდუქტებით დამემზადებინა და საქართველოს მოსახლეობისთვის მიმეწოდებინა თაფლი და მეფუტკრეობის პროდუქტები. ქვეყანაში პოლიტიკური და ეკონომიკური სიტუაციის სტაბილიზაციისთანავე 2006 წელს დავაფუძნე შპს "მეთაფლია". ჩვენ ვართ პიონერები თაფლისა და მეფუტკრეობის პროდუქტების გადამუშავებასა და მომხმარებლამდე მიწოდების დარგში. საქართველოში, ტრადიციულად, მომხმარებელი თაფლს ოჯახში, მეფუტკრესთან ყიდულობდა. ჩვენ სუპერმარკეტების საშუალებით დავიწყეთ მისი მიწოდება. საკმაოდ რთული აღმოჩნდა მეფუტკრეობის პროდუქცია ცნობადი გამხდარიყო ფართო მომხმარებლისათვის, რადგანაც სუპერმარკეტების მესვეურებს ვერ წარმოედგინათ მათთან თაფლის გაყიდვა. გვიჭირდა ხელშეკრულებების გაფორმება, მაგრამ მაინც გავჭერით ეს გზა და დღეს მეფუტკრეობის დარგში ბევრი ბიზნესოპერატორი ოპერირებს.

ნაციონალური ბიზნესრეიტინგების კავშირის შე­ფასებით, შპს "მეთაფლია" გასული 2 წლის შედეგებით ზედიზედ ორჯერ არის დასახელებული საქართველოს ტოპ-5 ლიდერ საწარმოთა შორის და როგორც მათ შორის საუკეთესოს, მიენიჭა რეიტინგის ოქრო.

მომხმარებლისთვის მეფუტკრეობის გარანტირებულად ხარისხიანი და მრავალფეროვანი პროდუქციის მიწოდება, დავიწყეთ სპეციალიზებული მაღაზიების შექმნა და შვიდი ობიექტი გავხსენით, ქ. თბილისი (ვაჟა-ფშაველას 23, ბახტრიონის 16, იოსებიძის 47, ფოთის 45, ხომლელის 2, სავაჭრო ცენტრი "ქარვასლა" მაღაზია 409), ქ. ბათუმი ჭავჭავაძის 5 (სავაჭრო ცანტრი "ბათუმი პლაზა").

რითი გამოირჩევა თქვენ მიერ შემოთავაზებული პროდუქცია?

ჩვენ ვთავაზობთ თითქმის ყველა სახეობის თაფლს საქართველოს რეგიონებიდან, სადაც ჩვენი საფუტკრეები მთაბარობენ. ვთავაზობთ ყვავილის მტვერსა და ჭეოს, - ფუტკრის სადედე რძეს და სამამლე ბარტყის ჰომოგენატს, პროპოლისსა და ცვილს, აგრეთვე ამ პროდუქტებისა და აპი-ფიტო ნაზავებს, რომლებიც გამოიყენება იმუნიტეტის გასაძლიერებლად, ვირუსის საწინააღმდეგოდ (ანტივირუსული პროგრამა), პროსტატის ადენომის და შაქრიანი დიაბეტის პროფილაქტიკა-მკურნალობისთვის.

არ არის დაავადება,რომლის პროფილაქტიკა-მკურნალობისათვის მეთაფლიას 100 -ზე მეტი დასახელების აპი-ფიტო პროდუქცია წარმატებით არ გამოიყენებოდეს.

არ არის დაავადება, რომლის პროფილაქტიკა-მკურნალობისათვის ჩვენი პროდუქცია წარმატებით არ გამოიყენებოდეს და ასეთი 100-ზე მეტია.

ჩვენი უპირატესობა ისაა, რომ ვართ ამ პროდუქციის მწარმოებლები ჩვენივე საფუტკრეებში, გადამამუშავებლები ჩვენსავე საწარმოში და შემთავაზებლებიც. ამიტომ რისკები მინიმუმამდეა დაყვანილ როგორც სანიტარულ-ვეტერინარული კუთხით, ისე ნატურალურობის თვალსაზრისით. მომხმარებლისათვის კი ასეთი ძვირად ღირებული პროდუქტის შეძენისას, გადამწყვეტი მნიშვნელობა გარანტირებულ ხარისხს აქვს.

რამდენად გეგმავთ ევროპული ბაზრის ათვისებას?

საერთაშორისო კონგრესებზე, სიმპოზიუმებსა და შეხვედრებში აქტიური მონაწილოებით, მუდმივად ვეცნობით და სრულად ვფლობთ ინფორმაციას მსოფლიო ბაზარზე არსებული მოთხოვნების, დარგის განვითარებისა და მიმართულების შესახებ. ამა წლის სექტემბერში გახლდით თურქეთში მეფუტკრეთა მსოფლიო კონგრესზე, სადაც პირველად ქვეყნის ისტორიაში საქართველო წარსდგა დამოუკიდებელი პავილიონით, სადაც შპს "მეთაფლიამ" აჭარის მეფუტკრეებთან ერთად აქტიური მონაწილეობა მიიღო.

საშვილიშვილო საქმე იქნება ქართული თაფლის მსოფლიო ბაზარზე გატანა, მაგრამ შიდა ბაზარზე მეფუტკრეობის ხარისხიანი პროდუქციისა და თაფლის დეფიციტია.

მეფუტკრეობის დარგიდან დიდი შემოსავლები გვექნება, თუ ჩვენ ვაწარმოებთ ქართულ დედა ფუტკარს და ისეთი პროდუქციას, რასაც შპს "მეთაფლია" სთავაზობს ბაზარს: ფუტკრის რძე, ყვავილის მტვერი, ჭეო და ა.შ. ეს შესაძლებელია, რადგანაც ეკოლოგიური გარემო საქართველოში ბევრად ჯანსაღია, ვიდრე ინდუსტრიულ ქვეყნებში.

სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?

გარდა მეფუტკრეობის პროდუქციისა, ვამატებთ ფიტოპროდუქტებსაც. მაგალითად, ალპურ ზონაში, მაღალმთიან რაჭაში, ჩვენს საფუტკრეებთან ახლოს არსებულ სამკურნალო მცენარეულობას ტექნოლოგიური პირობების სრული დაცვით, ვაშრობთ და ვთავაზობთ სამკურნალო-პროფილაქტიკური ჩაის სახითაც. განვითარების თვალსაზრისით საყურადღებო მიმართულებაა, რასაც მოჰყვება ექსპრესიული თაფლები, რომელიც საქართველოში ჯერ არ არის და ევროპულ ბაზარზე წარმოდგენილია.

რას ნიშნავს ექსპრესიული თაფლი?

შეგვიძლია თაფლზე დავამზადოთ სამკურნალო მცენარეების ნაყენი და ფუტკარს გადავამუშავებინოთ ხელმეორედ, რითაც დამატებითი ნაყენების სტაბილიზაცია მოხდება.

საქართველოში ეს უნდა გავაკეთოთ სპეციალისტებმა, ვისაც შესაბამისი საწარმო პირობები და კომპეტენცია გაგვაჩნია.

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი