როგორ დავგეგმოთ ახალი წლის ღამე

როგორ დავგეგმოთ ახალი წლის ღამე

ახალ წლამდე დარჩენილი დროის ათვლა დაწყებულია. ქუჩები, მაღაზიები ნელ-ნელა საახალწლო დეკორაციებში ეხვევიან. საზეიმო განწყობა ეუფლება საზოგადოებასაც. ადამიანები იწყებენ ფიქრს, სად შეხვდნენ ახალ წელს, რა ჩაიცვან, ვის რა აჩუქონ. ხალხს სჯერა, რომ როგორც შეხვდები ახალი წლის პირველ ღამეს, ისეთი წელი გექნება. სწორედ ამიტომ ენერგიასა და შესაძლებლობებს არ ზოგავენ, რომ ახალი წლის ღამე საუკეთესო იყოს.

და თუ თქვენ საახალწლო სამზადისი ჯერ არ დაგიწყიათ, მაშინ უკვე დროა, რომ ამ საკითხზე დაფიქრდეთ და ჩამოაყალიბოთ გეგმა.

პირველ რიგში, გაარკვიეთ რა იქნება აქტუალური ტრენდები მომავალ წელს და ეცადეთ ყველაფერში გაითვალისწინოთ. როგორც წესი, ტენდენციებზე გავლენას ახდენს ხოლმე ის ფაქტი, აღმოსავლური კალენდრის მიხედვით რომელი ცხოველის წელი მოდის. 2018 წელი ძაღლის წელია. ძაღლი კი სითბოს, სიყვარულისა და ოჯახის სიმბოლოა.

მოიფიქრეთ სად შეხვდებით ახალ წელს

ამბობენ, ძაღლი ყველაზე ერთგული მეგობარიაო. სწორედ ამიტომ გირჩევთ, 2018 წელს მეგობრებისა და ახლობლების გარემოცვაში, ან საყვარელ ადამიანთან ერთად შეხვდეთ და არავითარ შემთხვევაში - მარტო. მოიფიქრეთ, სახლში გირჩევნიათ ახალი წლის ღამის გატარება თუ წვეულებაზე. თუ ახალი წლის შეხვედრას არაოჯახურ გარემოში გადაწყვეტთ, მაშინ დროულად დაიჭირეთ თადარიგი და გაარკვიეთ, სად როგორი პროგრამაა. დროულად დაჯავშნეთ მაგიდაც. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება სასურველ წვეულებაზე მოხვედრა ვერ მოახერხოთ. კიდევ ერთი რჩევა - თქვენ შეიძლება ახალი წლის ღამის განსაკუთრებულ წვეულებაზე უფასოდაც კი მოახერხოთ დასწრება და თან საყვარელ ადამიანთან ან მეგობართან ერთად. ასეთ შანსს კომპანია ”ჰოთსეილი” და მისი კონკურსი #ფოტოჰოთსეილთან ერთად გთავაზობთ. კონკურსმა სტარტი ახლახან აიღო და მისი გამარჯვებული 10 დეკემბერს გამოვლინდება. საჩუქარი კი ნამდვილად განსაკუთრებულია - დაუვიწყარი საახალწლო ტური სასტუმროში Castello Mare Hotel & Wellness Resort 2 ადამიანისთვის. მონაწილეობის წესები საკმაოდ მარტივია. www.hotsale.ge-ს განახლებულ ვებსაიტს კომპიუტერში ან სმარტფონში უნდა გადაუღოთ ორიგინალური ფოტო და ატვირთოთ Facebook-ის ან Instagram-ის გვერდზე ჰეშთეგით #ფოტოჰოთსეილთან. აქვე აუცილებლად უნდა მონიშნოთ Hotsale.ge-ც. რჩეულს თავად კომპანიის ადმინისტრაცია გამოავლენს.

შეარჩიეთ სადღესასწაულო და ტრენდული ტანისამოსი

ახალი წელს განსაკუთრებულ ფორმაში უნდა შეხვდეთ. თუ თქვენ დეკემბრის ბოლო დღეებში საოჯახო საქმეებით ხართ ხოლმე დაკავებული, მაინც გამონახეთ დრო საკუთარი თავისთვის და ახალი წლის ღამეს განსაკუთრებულ ფორმაში შეხვდით. არ დაზოგოთ დრო და ენერგია, რომ სწორედ ის ტანისამოსი შეარჩიოთ და შეიძინოთ, რაშიც თავს განსაკუთრებულად გრძნობთ. ახალი წლის ღამეს თქვენზე არანაირი შეზღუდვები არ უნდა მოქმედებდეს.

საყვარელ ადამიანებს გაუკეთეთ საჩუქრები

საჩუქარი ადამიანებს აბედნიერებს. ამიტომ ეცადეთ ორგინალური და ინდივიდუალური საჩუქრები გაუკეთოთ ყველა თქვენს ახლობელსა და მეგობარს, ვისი გახარებაც გსურთ. აუცილებელი არაა, საჩუქარი ძვირადღირებული იყოს. მთავარია, ის თითოეულ ადრესატს ინდივიდუალურად შეურჩიოთ მისი გემოვნებისა და ინტერესების გათვალისწინებით.

და ბოლოს, აუცილებლად ჩამოაყალიბეთ მომავალი წლის გეგმა, დაისახეთ მიზნები როგორც კარიერაში, ისე პირად ცხოვრებაში და ეტაპობრივად ნაბიჯ-ნაბიჯ იმოქმედეთ მიზნის მისაღწევად.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი