ჯანმრთელობისთვის საშიში სათამაშოები ქართულ ბაზარზე - გართობა თუ საწამლავი?

ჯანმრთელობისთვის საშიში სათამაშოები ქართულ ბაზარზე - გართობა თუ საწამლავი?

ამბობენ, 21-ე საუკუნის ბავშვების განვითარებას მრავალფეროვანი სათამაშოები განაპირობებსო. თუმცა სარგებლის პარალელურად, სათამაშომ თქვენს პატარას შეიძლება დიდი ზიანიც კი მოუტანოს. ამ მხრივ საქართველოში განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა, რადგან სათამაშოების ხარისხისა და შემადგენლობის კონტროლი ქვეყანაში არ ხორციელდება.

არასამთავრობო ორგანიზაცია "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრმა" წელს თბილისში შეძენილი 44 სათამაშო გერმანიაში სათამაშოების უსაფრთხოების შემმოწმებელ აკრედიტებულ ლაბორატორიაში გაგზავნა. მათგან 22 DEHP-ით (დი-2-ეთილჰექსილფტალატი) დაბინძურებული აღმოჩნდა. სპეციალისტების მტკიცებით, ეს ნივთიერება ბავშვებში სექსუალური განვითარების პრობლემებს იწვევს, აზიანებს ღვიძლს, თირკმელებს.

აღნიშნული ინფორმაციის გააზრება მარტივია მშობლებისთვის, თუმცა საკმაოდ რთულია ბავშვებისთვის, რომლებიც ვერაფრით ხვდებიან, რატომ არ შეიძლება მაღაზიის თაროებზე ლამაზად დალაგებული სათამაშოებისა თუ საჩუქრიანი ტკბილეულის, საჭმლის ყიდვა. სათამაშოს ხარისხი განსაკუთრებულად დაბალია ხოლმე სიურპრიზიანი შეფუთვების დროს. მწარმოებლები სარგებლობენ იმ მომენტით, რომ მომხმარებელი რეალურად ვერ ხედავს, თუ რას ყიდულობს.

ამ დროს მნიშვნელოვანია კომპანიებისა და ბრენდების მაღალი სოციალური პასუხსიმგებლობა, რომ საკუთარი მოგების ხარჯზე არ აზარალონ პატარები და მათი ჯანმრთელობის ხარჯზე საკუთარი ბიზნესის ზრდა არ მოახდინონ.

საკითხის მოკვლევისას ერთი განსაკუთრებული სიახლეც აღმოვაჩინეთ. სწორედ აღნიშნული პრობლემების თავიდან არიდების მიზნით, ამერიკული რესტორნების ქსელმა KFC-მ სპეციალურად საახალწლოდ, საბავშვო Surprise Box-ში სათამაშოს ნაცვლად ქართული გამომცემლობის მიერ გამოცემული საბავშვო საშობაო წიგნები მოათავსა.

15 დეკემბრიდან მაღალი ხარისხის საკვებთან ერთად რესტორნის პატარა სტუმრები საჩუქრად წიგნებსაც მიიღებენ. მათ 5 საშობაო წიგნიდან ერთ-ერთის არჩევა შეეძლებათ. მნიშვნელოვანია ისიც, რომ Surprise Box-ის ფასი საკმაოდ ხელმისაწვდომი - 6.2 ლარია, აღნიშნულ ნაკრებში მოთავსებულია საბავშვო მენიუ, რომელსაც ასევე რამდენიმე ალტერნატივა აქვს და საშობაო წიგნი. აღნიშნული სიახლე კი არა მხოლოდ ერთჯერადად, არამედ სამომავლოდაც დადებით ეფექტს მოიტანს. რადგან გაზრდის ბავშვების ხელმისაწვდომობას წიგნზე და მათ წიგნის კითხვის სიყვარულის საწყისებს გაუძლიერებს.

ამიერიდან მშობლებს ბავშვებისთვისთვის სწრაფი კვების რესტორნებში წაყვანაზე უარის თქმა აღარ მოუწევთ, რადგან მათ იქ ნოყიერ საკვებთან ერთად საინტერესო საშობაო ზღაპრები ელოდებათ. KFC-ის Surprise Box 15 დეკემბრიდან იქნება ხელმისაწვდომი, ლიმიტირებული რაოდენობით, თბილისში მდებარე ოთხივე რესტორანში.

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი