ჰადიდების მილიარდერი პალესტინელი მამა ტრამპის გადაწყვეტილების გამო დამწუხრებულია

ჰადიდების მილიარდერი პალესტინელი მამა ტრამპის გადაწყვეტილების გამო დამწუხრებულია

სუპერმოდელების ბელა და ჯიჯი ჰადიდის პალესტინელი მამა, მოჰამედ ჰადიდი ამბობს, რომ დონალდ ტრამპის განცხადების გამო გუშინდელი დღე მისთვის ცხოვრებაში ყველაზე სევდიანი იყო. მილიარდერი მოჰამედ ჰადიდი ამის შესახებ "ინსტაგრამზე" წერს.

ჰადიდი ნაზარეთში დაიბადა, პალესტინა-ისრაელის ომის დროს ოჯახთან ერთად სირიაში გადავიდა საცხოვრებლად, მაშინ მოჰამედი 18 თვის იყო. ახლა ჰადიდი ლოს-ანჯელესში ცხოვრობს და უძრავი ქონების ბიზნესი აქვს. მან გააკრიტიკა ტრამპის გადაწყვეტილება, აშშ-ს საელჩო თელ-ავივიდან იერუსალიმში გადაიტანოს.

"ჩემთვის, როგორც ამერიკელ-პალესტინელისთვის დღეს ყველაზე სევდიანი დღეა, ისევე, როგორც ყველა პალესტინელისთვის, რომელმაც ჩვენი მამებისა და წინაპრების მიწის ოკუპაცია გადაიტანა," - წერს ჰადიდი "ინსტაგრამზე". 

მომზადებულია huffingtonpost.com-ის მიხედვით

"მსოფლიოს განგსტერები მართავენ... მათ შორის არის ვლადიმერ პუტინი" - რა უპასუხა ქართველი ჟურნალისტის კითხვას კანის ფესტივალის ჟიურის თავმჯდომარემ?

"ძალიან მიყვარდა ჩემი მეუღლე, მაგრამ ისეთი წარმოუდგენელი რაღაც მოხდა, ვერ ვაპატიებდი" - რას ჰყვება თამთა ჭელიძე ოჯახის დანგრევის შემდგომ დეპრესიაზე?

"გაიღიმე სიყვარულო, არაფერია შენს ღიმილზე უფრო ლამაზი" - როგორ ცხოვრობს რომანტიკოსი იტალიელი ფეხბურთელი სპინაცოლა, რომელმაც მილიონობით გულშემატკივარი შეიძინა