გლობალური დათბობის გამო პოლარული დათვები შიმშილით იხოცებიან - საზარელი კადრები

გლობალური დათბობის გამო პოლარული დათვები შიმშილით იხოცებიან - საზარელი კადრები

49 წლის პოლ ნიკლენმა ბაფინის კუნძულზე სულისშემძვრელი კადრები გადაიღო, სადაც ჩანს, რომ დათვი შიმშილის დაკმაყოფილებას ძველი თოვლმავალის ნაწილებს ჭამს. თოვლი დადნა, შესაბამისად, გაქრა ყველა ცხოველი თუ ფრინველი, რაზეც, შესაძლოა, პოლარულმა დათვმა ინადიროს.

პოლი და მისი გადამღები ჯგუფი იმედოვნებს, რომ კადრები მსოფლიოს გამოაფხიზლებს და დააფიქრებს იმ ტრაგიკულ მოსალოდნელ შედეგებზე, რაც კლიმატის ცვლილებას მოჰყვება.

გლობალური დათბობის გამო პოლარული დათვები შიმშილით იხოცებიან - იხილეთ ვიდეო

"ეს ვიდეო ერთ-ერთი ყველაზე მძიმეა, რაც კი გამიკეთებია. მთელი გადამღები ჯგუფი ვტიროდით... პირველი ინსტიქტი იყო - როგორმე დავხმარებოდით, თუმცა მისი ფეხის კუნთები უკვე ატროფირებული იყო და სიცოცხლის გადასარჩენად არაფრის გაკეთება შეგვეძლო..." - ამბობს ნიკლენი.

პოლარული დათვების რაოდენობა სულ უფრო მცირდება და არსებობს საშიშროება, რომ თეთრი დათვები 100 წლის შემდეგ აღარ იარსებებენ.