ბათუმში, საცხოვრებელ სახლში აფეთქების შედეგად, დაახლოებით ხუთი ადამიანი დაშავდა, მათ შორის არიან მცირეწლოვანი ბავშვები.
როგორც ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში ”ინტერპრესნიუსს” განუცხადეს, ერთი ქალბატონის მდგომარეობა შედარებით მძიმეა და ის ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, დანარჩენები სხვადასხვა კლინიკებში მოათავსეს.
ბათუმში, ახვლედიანის ქუჩაზე სამსართულიან კორპუსში სავარაუდოდ გაზი აფეთქდა. კორპუსი მთლიანად დაზიანდა. აფეთქების შედეგად ასევე დაზიანდა იქვე გაჩერებული ავტომობილები.