ვაკეში მამაკაცი დაჭრეს

ვაკეში მამაკაცი დაჭრეს

ვაკეში, აბაშიძის ქუჩაზე მამაკაცი დაჭრეს. შუახნის მამაკაცს დაუდგენელმა პირმა ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღიდან მიაყენა. დაჭრილი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. ადგილზე ამ დრომდე მობილიზებულები არიან სამართალდამცველები.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 236-ე მუხლებითაა დაწყებული, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებასა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია