რა დაგიჯდებათ ახალი წლის შეხვედრა თბილისის რესტორნებსა და ღამის კლუბებში

რა დაგიჯდებათ ახალი წლის შეხვედრა თბილისის რესტორნებსა და ღამის კლუბებში

ახალი წლის მოახლოებასთან ერთად, თბილისში არსებული რესტორნები და ღამის კლუბები განსაკუთრებულად ემზადებიან და მომხმარებელთა მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად სხვადასხვა ღონისძიებებს გეგმავენ.

თბილისის რესტორნებში საახალწლოდ ადგილების 70%-ზე მეტი უკვე დაჯავშნილია. რაც შეეხება ფასებს, სხვადასხვა რესტორანსა თუ ღამის კლუბში ახალი წლის ღამის გატარება სხვადასხვა ფასი ღირს.

"ბიზნესპრესნიუსის" მიერ გამოკითხულ რესტორნებს სადღესასწაულო პროგრამები უკვე შერჩეული აქვთ.

როგორც რესტორანი "ბაბილო მიუზიკ ჰოლმა" "ბიზნესპრესნიუსს" განუცხადა, რესტორანში ადგილების დაჯავშნა თითქმის დასრულებულია. ერთი ადამიანის მომსახურება ახალი წლის ღამეს 100 დოლარის ეკვივალენტია, რაშიც შედის საახალწლო ვახშამი და კონცერტის საფასური.

რესტორანი 31 დეკემბერს 11 საათზე გაიხსნება, შოუპროგრამა კი პირველ საათზე დაიწყება.

ახალი წლის შეხვედრა რესტორან "ფუნიკულიორში" ერთ პერსონაზე 270 ლარი ღირს. საფასურში შედის საახალწლო ვახშამი, გამაგრილებელი სასმელი, ღვინო და რა თქმა უნდა, საახალწლო კონცერტი ვარსკვლავების მონაწილეობით.

განაგრძეთ კითხვა

დეკანოზი შალვა კეკელია - "ნაცმოძრაობა" წინამძღვრებს უცხოეთში ასვენებდა, მერე ვიდეოს უღებდნენ... თუ  მხარს არ დავუჭერდით, ამ კადრებს გაასაჯაროებდნენ"

მაკო გომური - "ექსპერტიზის კითხვა გადმომცეს - დაკარგე თუ არა ჯანსაღი თვალიო, ანუ მანამდე თვალზე რამე პრობლემა ხომ არ გქონდაო?"

"ბიუ-ბიუს" ხელმძღვანელის კომენტარი მათ პროდუქციაში სალმონელას გამოვლენასთან დაკავშირებით