რა საფრთხე მოაქვს ინტერნეტს თქვენი შვილებისთვის და როგორ უნდა დაიცვათ ისინი საშიში ინტერნეტთამაშებისგან

რა საფრთხე მოაქვს ინტერნეტს თქვენი შვილებისთვის და როგორ უნდა დაიცვათ ისინი საშიში ინტერნეტთამაშებისგან

კიბერ-სივრცეში გარკვეულწილად ყველა ჩვენგანი დაუცველია, განსაკუთრებით კი არასრულწლოვნები, რომლებიც არცთუ იშვიათად, ბულინგისა თუ ინტერნეტთამაშების მსხვერპლი ხდებიან ხოლმე.

ამ საფრთხისგან ბავშვების დაცვა, როგორც წესი რთულია, რადგან ოჯახის წევრებს უჭირთ მუდმივად კონტროლი თუ რას საქმიანობენ მათი შვილები ინტერნეტ სივრცეში.

UNICEF-მა ბავშვებისა და ციფრული სამყაროს შესახებ ცოტა ხნის წინ კვლევა გამოაქვეყნა, სადაც ყურადღება ინტერნეტსივრცის მიერ ბავშვის ცხოვრების ცვლილებებზეა გამახვილებული. გაეროს ბავშვთა ფონდის კომუნიკაციების პროგრამის ხელმძღვანელის, მაია ქურციკიძის განმარტებით, მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ინტერნეტით სულ უფრო და უფრო მეტი ბავშვი სარგებლობს, რასაც კვლევაც ადასტურებს:

მსოფლიოში სამი ინტერნეტმომხმარებლიდან ერთი 18 წლამდე ასაკის ბავშვია, ხოლო მომხმარებელთა 71%-ს 15-24 წლის ახალგაზრდები წარმოადგენენ.

თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ინტერნეტი მოზარდების განათლებისთვის მნიშვნელოვანია, ის გარკვეულ საფრთხეებსაც შეიცავს. სწორედ ამ საფრთხეებზე მაია ქურციკიძე Allnews.ge-ს ესაუბრა.

- ძირითადად, რა პრობლემები არსებობს ბავშვების მიერ ინტერნეტის მოხმარებასთან დაკავშირებით საქართველოში?

- უპირველეს ყოვლისა კარგი იქნება, რომ საქართველოში ჩატარდეს ბავშვებსა და ინტერნეტთან დაკავშირებით კვლევა, რათა გავიგოთ, ჩვენს ქვეყანაში ბავშვები ინტერნეტს როგორ მოიხმარენ. ეს მოგვცემს შესაძლებლობას, რომ ქვეყანამ ერთიანი ხედვა და სტრატეგია შეიმუშაოს, თუ როგორ უნდა იყვნენ ბავშვები დაცული ინტერნეტში და არამარტო დაცული, არამედ როგორ მიუწვდებოდეს ყველა ბავშვს ხელი ინტერნეტთან.

ინტერნეტზე ხელი ყველა ბავშვს თანაბრად უნდა მიუწვდებოდეს, რამდენადაც ეს განვითარებისათვის აუცილებელია და ამის გარეშე ბავშვების განათლება და განვითარება წარმოუდგენელია. სადაც ბავშვს ინტერნეტზე ხელი არ მიუწვდება, სახელმწიფომ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ აღნიშნულით უზრუნველყოფა მოახდინოს.

ასევე კერძო სექტორის პასუხისმგებლობაა, რომ საკუთარ ინტერნეტ მისამართებზე შექმნას ისეთი მექანიზმები, რომლებიც ბავშვებს გარკვეული საფრთხეებისაგან დაიცავს, ეს შეიძლება იყოს როგორც ეთიკური სტანდარტების შემუშავება, ისე უსაფრთხოების სხვა მექანიზმების შემუშავება, რაც მაგალითად, სოციალური ქსელების მომხმარებლების, მათ შორის არასრულწლოვნების უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. ასევე კერძო კომპანიებმა მშობლებს უნდა შესთავაზონ სხვადსხვა ტიპის ისნტრუმენტი, მაგალითად, როგორიც არის პაროლის დაცვის მექანიზმი, კონტაქტების ბლოკირება, ასაკის გარკვევა და ფილტრაცია და სხვა. ეს მშობლებს საშუალებას მისცემს, თავიანთ შვილებს უფრო უსაფრთხო ონლაინ გარემო შეუქმნან  განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი