ლაშა შავდათუაშვილმა მსოფლიოს მასტერსზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

ლაშა შავდათუაშვილმა მსოფლიოს მასტერსზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

ქართველმა ძიუდოისტმა ლაშა შავდათუაშვილმა სანკტ -პეტერბურგის მსოფლიოს მასტერსზე ვერცხლის მედალი მოიპოვა.

ლაშა შავდათუაშვილი ფინალში იაპონელ სოიჭი ჰაშიმოტოს დაუპირისპირდა და ვაზარით დამარცხდა.

შეგახსენებთ, რომ ოლიმპიური და ევროპის ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი პირველივე წრეში ბელგიელ ევროპის ჩემპიონს, მსოფლიოს ორგზისა და ოლიმპიადის ბრინჯაოს მედალოსან დირკ ვან ტიხელტის შეხვდა და იპონით დაამარცხა. შემდეგ კი მონღოლი ოდბაიარ განბაატარს ასევე იპონით მოუგო. მესამე შეხვედრაში შავდათუაშვილმა უზბეკი გიოსონ ბობოევი იპონით დაამარცხა.

interpressnews.ge

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი