დიდუბეში ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. როგორც შსს-ში აცხადებენ, "ნისან მარჩის" მარკის ავტომობილი მოაჯირს დაეჯახა.
საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით, რაც გულისხმობს სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის ან უსაფრთხოების წესების დარღვევას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.