ავტორი:

რა ხდება ჰარემის კარს მიღმა - არაბი ცოლების რეალური ცხოვრება

რა ხდება ჰარემის კარს მიღმა - არაბი ცოლების რეალური ცხოვრება

პოლიგამია და ჰარემები, განათლების არარსებობა და უკიდურესად შეზღუდული უფლებები, ბრილიანტები, ჰიჯაბები - არაბი ცოლების შესახებ იმდენი სტერეოტიპი არსებობს, რომ ძნელია განსაზღვრა, რა არის სიმართლე და რა - მითი.

მართალია, ქალების უფლებები მუსულმანურ ქვეყნებში ძალიან შეზღუდულია, თუმცა, ხშირად, საკუთარი ცხოვრების განკარგვა ქალებს თავადაც შეუძლიათ.

პორტალი Bright Side გთავაზობთ რამდენიმე ფაქტს ლამაზი და იდუმალებით მოცული აღმოსავლელი ქალების შესახებ.

  • ქორწინება გარიგებით

ქორწინების უმეტესობა არაბულ ქვეყნებში კვლავ გარიგებით ხდება, მშობლების გადაწყვეტილებით. საზოგადოების დიდი ნაწილი კვლავ ფიქრობს, რომ გოგონას აზრი არავისთვის არის საინტერესო, თუმცა ეს რეალობას არ შეესაბამება - თუ პატარძალს არ მოსწონს საქმრო, შეუძლია, დაოჯახებაზე მასთან უარი თქვას.

საქორწინო კონტრაქტის დადება, მსოფლიოს სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, არაბულ სამყაროში სავალდებულოა.

არაბი ქალები იშვიათად ქორწინდებიან სხვა სარწმუნოების აღმსარებელ მამაკაცზე. კაცებს მეტი პრივილეგია აქვთ და შეუძლიათ, ქრისტიანი, ანდა - იუდეველი ქალი მოიყვანონ ცოლად, თუმცა, ამ შემთხვევაში, ქალი ვერ მიიღებს მოქალაქეობას და დაშორების შემთხვევაში, ბავშვები მამასთან დარჩებიან.

არაბული ქვეყნების უმეტესობაში დაქორწინების მინიმალური ასაკი 18 წელია.

  • ქორწილი

საქორწინო ცერემონიალების ტრადიციები ყველა ქვეყანაში სხვადასხვაა, თუმცა არაბი პატარძლები და მათი ქმრები დაქორწინებას ცალ-ცალკე აღნიშნავენ, შესაძლოა - სხვადასხვა დღესაც კი.

მამაკაცების სუფრაზე არის ჩაი, ყავა, ვახშამი და წვეულება მაქსიმუმ 4 საათის მანძილზე გრძელდება.

ქალების მოლხენა კი უფრო მასშტაბურია, ისინი დიდ ქალაქებში რესტორნებში იკრიბებიან, თანამედროვე დიზაინერების სამოსში საგანგებოდ გამოწყობილები, ბრილიანტის სამკაულებით. იმის გამო, რომ წვეულებაზე მხოლოდ ქალები არიან, შეუძლიათ, ჰიჯაბების გარეშე იყვნენ და თამამად აჩვენონ გარშემომყოფებს ძვირფასი სამკაული და სამოსი.

  • პოლიგამია

ქორწინებების უმეტესობა მონოგამიურია. ყველა არაბ მამაკაცს არ აქვს სურვილი და საშუალება, ჰყავდეს რამდენიმე ცოლი. ისლამი ნებას აძლევს, დაქორწინდნენ 4 ქალზე, თუმცა ყველა მათგანმა ქმრისგან თანაბრად უნდა მიიღონ საჩუქრები, ყურადღება, სამკაული... რამდენიმე ცოლი შეიხებისა და ძალიან მდიდარი ადამიანების პრივილეგიაა.

ყველაზე მნიშვნელოვანი პირველი ქორწინებაა. იმის მიუხედავად, რამდენი ცოლი ეყოლება შემდგომში არაბ მამაკაცს, პირველი ქორწინება რჩება ყველაზე „დიდად“ და პირველი ცოლი არის „უფროსი“.

თუ მამაკაცი სხვა ქალზე დაქორწინდება, დანარჩენმა ცოლებმა ქალი უნდა მიიღონ. ისინი უნდა დაემორჩილონ ქმრის ნებას და არანაირი ემოცია არ უნდა გამოხატონ. როგორც წესი, ცოლები სხვადასხვა სახლში ცხოვრობენ და ერთმანეთს ხშირად არ ხვდებიან.

  • განქორწინება

ძველი ტრადიციის თანახმად, მამაკაცმა, რომელსაც სურს, ცოლს გაშორდეს, სამჯერ ხმამაღლა უნდა თქვას ფრაზა „მე შენ გშორდები“. ამის შემდეგ, ცოლს შეუძლია, გაჩერდეს ქმრის სახლში გარკვეული პერიოდის განმავლობაში, რათა დარწმუნდეს, რომ ორსულად არ არის.

ამ ხნის განმავლობაში, ქმარს შეუძლია „დაიბრუნოს“ ცოლი ძალიან მარტივი ნათქვამით „მე შენ უკან გიბრუნებ“.

ქალს შეუძლია განქორწინებაზე შეიტანოს საბუთები, თუ ქმარს მისი უზრუნველყოფა სათანადოდ არ შეუძლია. ასეთი საქმეებს სასამართლო დიდი სიფრთხილით განიხილავს და უმეტეს შემთხვევაში, ქალის მოთხოვნას აკმაყოფილებს.

არაბულ სამყაროში კაცები სიყვარულს არა მხოლოდ ყვავილებით, არამედ - ოქროთი და სამკაულითაც გამოხატავენ. მაგალითად, ქმარმა უნდა წაიყვანოს ცოლი რესტორნებში, უყიდოს ძვირფასი საჩუქრები, ტანსაცმელი...

  • სამოსი

ქალებმა უნდა დამალონ სხეული გრძელ, ფართო სამოსში. მათ შეუძლიათ ეცვათ ნებისმიერი რამ აბაიას ქვეშ - მოკლე კაბები, ჯინსები, შორტები... თუმცა, ქუჩაში გასვლის შემთხვევაში მხოლოდ სახე, ან - თვალები უნდა უჩანდეთ.

"დაატუსაღეს" მელა, რომელიც ვაკელებს სამოსს "პარავდა" - "ხან ცალი ჩუსტი იკარგებოდა, ხან ბოტასი... თანამზრახველიც ყოლია"

რაც უფრო მსუქნებია მინისტრები, მით მეტად გამხდრები არიან რიგითი მოქალაქეები - რა კავშირია ჭარბ წონასა და კორუფციას შორის პოსტსაბჭოთა სივრცეში?

აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი - რაზე გვაფრთხილებენ ასტროლოგები და რომელი თარიღები იმოქმედებს ზოდიაქოს ნიშნების ცხოვრებაზე