როგორ ვივაჭროთ ბირჟაზე, რათა მივიღოთ მაქსიმალური მოგება - რჩევები ბროკერებისგან

როგორ ვივაჭროთ ბირჟაზე, რათა მივიღოთ მაქსიმალური მოგება - რჩევები ბროკერებისგან

საერთაშორისო სავაჭრო ბირჟა - ეს არის უდიდესი სისტემა, სადაც რეგულირდება ფასიანი ქაღალდების და კომპანიების აქციების ფასი, სავალუტო კურსები, ასევე, სასაქონლო ფასი, მაგალითად, ხორბლის, შაქრის, ნავთობისა და ოქროსი. სავალუტო ბირჟაზე დღიური ბრუნვა 6 ტრილიონ დოლარს აღემატება, სასაქონლო ბაზარზე - 4 ტრილიონ დოლარს, საფონდო ბაზარი კი - 5 ტრილიონ დოლარს. ბირჟებზე ვაჭრობენ როგორც სახელმწიფოები, ეროვნული ბანკები, დიდი კორპორაციები, ასევე ფიზიკური და იურიდიული პირები.

საქართველოში ეს საქმიანობა დაახლოებით 4 წლის წინ გააქტიურდა. როგორც სფეროს წარმომადგენლები განმარტავენ, საქართველო საბროკერო საქმიანობისთვის პერსპექტიული ქვეყანაა და საქართველოს ბაზრით მრავალი ქვეყანა დაინტერესდა. 1 წლის წინ კი გამოჩნდა HSBC ბანკის პარტნიორი კომპანია Finex 1970, რომელმაც სრულიად განსხვავებული და ხარისხიანი სერვისი შესთავაზა მომხმარებელს. კომპანია მაღალკვალიფიციური თანამშრომლებით ემსახურება როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირებს.

ბირჟაზე ვაჭრობა მარტივი პროცესი ნამდვილად არაა. ბაზარზე გასასვლელად ადამიანს სჭირდება ლიცენზია, ადგილი ბირჟაზე, უნდა დაექვემდებაროს რეგულაციებს. არსებობს მეორე ვარიანტიც, უნდა ითანამშრომლო კომპანიებთან, რომლებიც მსხვილი ბანკების მეშვეობით ფიზიკურ და იურიდიულ პირებს საშუალებას აძლევენ, მსოფლიო ბირჟაზე გავიდნენ. საბროკერო კომპანია არის მაკავშირებელი ელემენტი ინვესტორსა და ბაზარს შორის. მისი ფინანსური ინტერესი კი ვაჭრობის შედეგად მიღებული საკომისიოა.

კომპანი Finex 1970-ში განმარტავენ, რომ ბირჟებზე სტაბილური ვაჭრობით ყოველთვიურად ინვესტიციის პროპორციულად 10%-ის ფარგლებში მოგების მიღებაა შესაძლებელი. განსხვავდება ვაჭრობის სტრატეგიებიც. არსებობს სტრატეგია, როდესაც ადამიანები კვირაში ერთხელ ვაჭრობენ. ასევე, შესაძლებელია ამას ყოველდღიურად და ძალიან აქტიურად აკეთებდნენ.

”საქართველოში მოსახლეობის 90-მა პროცენტმა არც იცის, რა არის ბირჟა და როგორ დაუკავშირდეს მას. მეორე მხრივ, მხოლოდ დაკავშირება საკმარისი არაა. ვაჭრობისთვის სწორი ანალიზის გაკეთებაა საჭირო. ვცდილობთ, საქართველოში ამ სფეროს მიმართ დაინტერესება გავზარდოთ და სწორედ ამიტომ მსურველებს საქმიანობის შემსწავლელ უფასო კურსებს ვთავაზობთ. კურსდამთავრებულს კი ჩვენი კომპანიის მიმართ ვალდებულება არ ეკისრება. მათ ეძლევათ შესაძლებობა ჩვენი დახმარებითა და კონსულტაციების გამოყენებით მსოფლიო ბირჟებზე ივაჭრონ ან მიღებული ცოდნა სხვა საქმეში გამოიყენონ. სურვილი გვაქვს, ვიხილოთ ეროვნული ბანკის აქტიური ჩართულობა ამ სფეროში და რეგულაციების იმპლემენტაცია, რომ შეიქმნას ჯანსაღი ბიზნესგარემო. ჩვენი ინტერესი კი შემდეგია: საქართველოში ეს საქმიანობა განვითარდება და ცნობადობა გაზირდება, ჩვენს კომპანიას გაიცნობს მოსახლეობა და შედეგად მეტი ხალხის ჩართულობით ჩვენი საკომისიოების შედეგად მიღებული შემოსავალი გაზირდება,” - განმარტავს Finex 1970-ის დირექტორი ანია ზალცმანი.

Finex 1970-ის მიერ შეთავაზებული კურსი შემდეგ თემებს მოიცავს: მსოფლიო ფინანსური სისტემა, ზოგადი მაკროეკონომიკური მოდელის განხილვა და ანალიზი, ფუნდამენტალური ანალიზი, ტექნიკური ანალიზი, წყაროები, საიდანაც პროგნოზები კეთდება, რისკები და დაზღვევები, დროის მენეჯმენტი, ფულის მენეჯმენტი. კურსის გავლის შემდეგ კი კომპანია ოფლაინ თუ ონლაინ რეჟიმში მუდმივად ეხმარება თავის კლიენტებს. თავდაპირველად, ვაჭრობა რეალურ ბაზარზე ვირტუალური ფულით იწყება. ეს რეალური ვაჭრობისთვის კარგი გამოცდილებაა.

”ჩვენი მიზანია, ამ სფეროს განვითარებაში მივაღწიოთ ამერიკულ და ევროპულ მოდელსა და სტანდარტებს. საქართველოში საზოგადოებამ უნდა გაიგოს, რა მოცულობის სფერო არსებობს და რამხელა ფულის გაკეთებაა შესაძლებელი. სწორედ ამ მიზნით საქართველოს უნივერსიტეტთან ერთად იხნება Finex 1970-ის აკადემია. იგეგმება სახელმძღვანელოს გამოცემაც,” - აცხადებს ზალცმანი.

ევროპასა და ამერიკაში ბირჟებზე ვაჭრობა ჩვეულებრივი საქმიანობაა, რომელიც სხვების მსგავსად იბეგრება. საქართველოში სფერო იმდენად ახალია, რომ ბეგარა ამ კუთხით არ არსებობს. ტრეიდერობა ანუ ვაჭრობა, პროფესიის დონეზე არ არის ქცეული და შესაბამისი მოთხოვნებიც არ არსებობს. სწორედ ამიტომ, ფიზიკური პირებისთვის ამ პროცესში ჩართვა განსაკუთრებით მომგებიანია.

”დამატებითი შემოსავლის მისაღებად ეს საქმე მეტად მომხიბვლელია. საქმეს იწყებ ისე, რომ ხარჯები არ გაქვს და დამოკიდებული ხარ არა ადგილობრივ გარემოსა და პოლიტიკურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე, არამედ - მსოფლიო ეკონომიკაზე. ეს სტაბილურობის მეტ გარანტიას იძლევა. კომპანია Finex 1970 კი პირდაპირი ლიკვიდურობის გარანტორია, ანუ სურვილის შემთხვევაში არსებული აქტივების ნებისმიერ წუთს გაყიდვაა შესაძლებელი,” - განმარტავს Finex 1970-ის მთავარი მენეჯერი მარიამ ბულია.

ბირჟებზე ვაჭრობა მეტად სტაბილური საქმიანობაა, თუმცა სტაბილურობა რომ არ დაირღვეს მნიშვნელოვანია ბროკერის ანუ ფიზიკური პირისა და ბაზრის დამაკავშირებელი რგოლი. ამ შემთხვევაში საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე სანდო საბროკერო კომპანია Finex 1970-ია, რაგდან ის HSBC ბანკის ლიცენზიის ქვეშ მუშაობს და ლონდონის ფინანსური კომისია არეგულირებს. cTrader - სანდო და ინოვაციური პლატფორმა, რომელიც ლონდონშია შექმნილი და მთელი მსოფლიოს მასშტაბით იძენს პოპულარობას - სწორედ მისი საშუალებით ვაჭრობენ Finex 1970-ის მომხმარებლები. cTrader პლატფორმა - ეს ის კომპიუტერული პროგრამაა, რომელიც ადამიანს ბირჟაზე წვდომის უსაფრთხო საშუალებას აძლევს. MT4-ისგან განსხვავებით, აღნიშნულ პლატფრომას არ ჰყავს მომხმარებელი ბროკერები, რომლებიც ოფშორულ ზონებში არიან რეგისტრირებული.

”ადამიანები ხშირად გაუგებრობებში ხვდებიან. MT4 ბოლო პერიოდში, საქართველოში, საკმაოდ არასანდო პლატფორმა გახდა და კარგავს აქტუალობას. აქედან გამომდინარე, საზოგადოებამ ჩათვალა, რომ თავად სფერო გახდა არასტაბილური. რაც, რა თქმა უნდა, არასწორი მიდგომაა. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური საქმიანობა მსოფლიო მასშტაბით,”- აღნიშნავს მენეჯერი გიორგი სამადაშვილი.

საქმიანობა კი სტაბილურია, თუმცა მაინც არსებობს რისკები და ერთ-ერთი ასეთი თავად ადამიანის ფსიქოლოგიაა. ზომიერების დაცვა აუცილებელია.

მეტი ინფორმაციისთვის : https://goo.gl/Eaf1bU

რეგისტრაცია ტრენინგზე : https://goo.gl/fJYEQe

ნანა მღებრიშვილი

(R)

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი