ბიტკოინში ინვესტირების გამო, ბრიტანეთში მოსახლეობას გარდაუვალი ფინანსური დანაკარგის შესახებ აფრთხილებენ

ბიტკოინში ინვესტირების გამო, ბრიტანეთში მოსახლეობას გარდაუვალი ფინანსური დანაკარგის შესახებ აფრთხილებენ

ბრიტანული გამოცემა Independent-ის ინფორმაციით, გაერთიანებული სამეფოს ფინანსური რეგულაციების სააგენტოს ხელმძღვანელმა, ენდრიუ ბეილმა, ტელეკომპანია BBC-ის ეთერში, საკუთარი ქვეყნის მოსახლეობა გააფრთხილა, მოემზადონ იმ ფინანსური დანაკარგისთვის, რომელსაც მიიღებენ ბიკტოინში ინვესტირების გამო.

ენდრიუ ბეილის განცხადებით, ამის მიზეზი გახლავთ სრულიად დაუსაბუთებელი და მხოლოდ მაღალი ინტერესით გამოწვეული ბიტკოინის ღირებულების ზრდა, რომელიც ბოლო თვეების განმავლობაში ფიქსირდება. ეს კი კონკრეტული რეგულაციებისა და საფუძვლის არქონის გამო აუცილებლად გასკდება საპნის ბუშტივით.

მისივე განცხადებით, ვირტუალური ვალუტის მიმართ შეიქმნა არაჯანსაღი დამოკიდებულება. ინვესტორებმა ბიტკოინის ღირებულების სწრაფად ზრდის ფონზე გადაწყვიტეს სწრაფად გამდიდრება, რამაც თავის მხრივ, კიდევ უფრო დააჩქარა მისი ფასის ელვისებური ზრდა, რაც აუცილებლად დროებითი მოვლენაა და უახლოეს მომავალში ჩვენ მის სანახაობრივ ვარდნას ვიხილავთ.

განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი