ადგილობრივები - სირიაში დაღუპული პანკისელის მეუღლე სირიაში იმყოფება, მშობლები და შვილები კი დუისში ცხოვრობენ

ადგილობრივები - სირიაში დაღუპული პანკისელის მეუღლე სირიაში იმყოფება, მშობლები და შვილები კი დუისში ცხოვრობენ

სირიაში დაღუპული პანკისელი ფეიზულა კუშტანაშვილის, იგივე გიორგი მარგოშვილის მეუღლე სირიაში იმყოფება, ხოლო მშობლები და სამი შვილი დუისში ცხოვრობენ, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" დუისის ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლმა თამარ მარგოშვილმა განუცხადა.

"ჩემი ინფორმაციით, ფეიზულა კუშტნაშვილს, იგივე გიორგი მარგოშვილს, ხეობაში მშობლები, ძმა და სამი შვილი დარჩა. დღეს დილიდან სამძიმარს მშობლების სახლში, სოფელ დუისში იღებენ. მეუღლე აქ არ ყავს. როგორც მეზობლებისგან ვიცი, ისიც სირიაშია წასული. გადმოასვენებენ თუ არა საქართველოში, ამაზე არავინ საუბრობს", - განაცხადა თამარ მარგოშვილმა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ადგილობრივებმა განუცხადეს, კუშტანაშვილი ლაფანყურის სპეცოპერაციის დროს 17 - კაციანი შეიარაღებული ჯგუფის ერთ-ერთი წევრი იყო. მათივე თქმით, სწორედ ამ ამბის შემდეგ დატოვა მან ქვეყანა და თურქეთში წავიდა, რამდენიმე თვეში კი „ისლამური სახელმწიფოს" რიგებს შეურთდა.

ფეიზულა კუშტანაშვილი, რომელსაც სირიაში სალაჰუდინ შიშანის უწოდებდნენ, პანკისელია და ერთ-ერთი გავლენიანი მეთაური იყო. ის სირიაში საბრძოლო მოქმედებების დროს დაიღუპა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი