კვების რაციონი და ჯანმრთელობა - როგორ დავიცვათ თავი ქრონიკული დაავადებებისგან, რომლებსაც არასწორი კვება იწვევს

კვების რაციონი და ჯანმრთელობა - როგორ დავიცვათ თავი ქრონიკული დაავადებებისგან, რომლებსაც არასწორი კვება იწვევს

სწრაფმა კვებამ უკანასკნელი ათწლეულების მანძილზე უფრო და უფრო ჩაანაცვლა ტრადიციული ოჯახური სადილი. ამ ტიპის საკვებს ნაკლები კვებითი ღირებულება აქვს, ანუ არ შეიცავს სასარგებლო ვიტამინებსა და მიკროელემენტებს, გაჯერებულია ნაჯერი ცხიმებით, ტრანსცხიმებით, შაქრით, მარილით და მაღალკალორიულია. შედეგად მივიღეთ ჯანმრთელობის დარღვევის მანკიერი წრე - ცხიმის ჭარბი დაგროვება, ჭარბი წონა, სიმსუქნე, თანმდევი მეტაბოლური დარღვევებით. აღნიშნულმა კი გამოიწვია დაავადებების მთელი სპექტრი: გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, შაქრიანი დიაბეტი, სიმსივნური დაავადებები, ძვალ-სახსართა დაავადებები, ცხიმოვანი ღვიძლი, ოსტეოპოროზი, ფილტვების ქრონიკული დაავადებები, სხვადასხვა ნეიროდეგენერაციული დარღვევები (როგორებიცაა ალცჰეიმერის დაავადება, პარკინსონის დაავადება და სხვ.) და ნაადრევი დაბერებაც კი.

ამ ყველაფრის სათავე კი არაჯანსაღი კვებაა. კვების რაციონი პირდაპირ აისახება ჯანმრთელობაზე. შესაბამისად, დიდი მნიშვნელობა აქვს, ორგანიზმს მივაწოდოთ საჭირო და სასარგებლო საკვები.

როგორი უნდა იყოს ჩვენი კვების რაციონი, რომ ჯანმრთელობის პრობლემები არ შეგვექმნას და როგორ უნდა ვებრძოლოთ აღნიშნულ პრობლემებს - ამ საკითხებზე „დიაბეტის, ენდოკრინული და გულ-ფილტვის დაავადებების ცენტრი - დიაკორის” ენდოკრინოლოგიისა და მეტაბოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი ლალი ნიკოლეიშვილი გვესაუბრება.

როგორია დღევანდელი სტატისტიკა და რამ გამოიწვია ბოლო პერიოდში ქრონიკული დაავადებების გახშირება?

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის 2014 წლის მონაცემებით, სიმსუქნით დაავადებულთა რიცხვი მსოფლიოში გაორმაგდა 1980 წლის მონაცემებთან შედარებით. მსოფლიოს მოსახლეობის უმეტესი ნაწილი ცხოვრობს ქვეყნებში, სადაც სიმსუქნისა და ჭარბი წონის მსხვერპლი უფრო მეტი ადამიანი ხდება, ვიდრე წონის დეფიციტის.

შაქრიანი დიაბეტის მქონე პირთა რიცხვი 1980 წლიდან 2014 წლამდე 108 მლნ-დან 422 მლნ-მდე გაიზარდა. შემთხვევების 80% ჭარბი წონისა და სიმსუქნის გამო ვითარდება. დაავადების გავრცელება კატასტროფულად იზრდება საშუალო და დაბალი შემოსავლის ქვეყნებში.

გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, რომლის რისკის ფაქტორებს სიმსუქნე, შაქრიანი დიაბეტი და დიისლიპიდემია წამოადგენს, მსოფლიოში სიკვდილობის პირველი მიზეზია.

რაც შეეხება ონკოლოგიურ დაავადებებს, მარტო 2012 წელს 14 მლნ ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. მომავალი 20 წლის მანძილზე მოსალოდნელია ამ რიცხვის 70%-ით გაზრდა, განსაკუთრებით საშუალო და დაბალი შემოსვლების ქვეყნებში. სიმსივნური დაავადებები ავადობისა და სიკვდილობის ერთ-ერთი წამყვანი ფაქტორია მსოფლიოში.

ამ ყველაფრის მთავარ საწყის მიზეზს კი არაჯანსაღი კვება წარმოადგენს. დამაიმედებელი ინფორმაციაა, რომ ზემოჩამოთვლილი ქრონიკული, არაგადამდები დაავადებებისა და მათი გართულებების თავიდან აცილება შესაძლებელია ჯანსაღი კვებით, მხოლოდ საჭირო რაოდენობით კალორიების მიღებით, რეგულარული ფიზიკური აქტივობით, პირველადი და მეორადი მწეველობის შემცირებით, გარემოში მძიმე მეტალების რაოდენობის შემცირებით, ქრონიკული დაავადებების რისკის ფაქტორების გამოვლენით და მათზე ზემოქმედებით, რეგულარული პროფილაქტიკური სკრინინგით და დაავადების შემთხვევაში გართულებების ადრეული გამოვლენითა და მკურნალობით.

როგორ უნდა ვიბრძოლოთ სიმსუქნის წინააღმდეგ?

საჭიროა მოქმედება სიმსუქნის გამომწვევი გარემოს შემცირებისკენ. ამისათვის ეფექტურია მრავალი სფეროს შეთანხმებული, ერთობლივი მოქმედება. ესენია ჯანდაცვის სისტემის მესვეურები და პროფესიონალები, კვების მრეწველობისა და სოფლის მეურნეობის სპეციალისტები, გარემოს დაცვა, ტრანსპორტი, არქიტექტურის სამსახური, მასმედია. შედეგად უნდა გაკონტროლდეს შემოტანილი პროდუქტის ხარისხი, რათა მოსახლეობას საშუალება მიეცეს, რეალურად გააკეთოს არჩევანი რა ხარისხის პროდუქტს იძენს, უნდა შეიქმნას ფიზიკური აქტივობისთვის შესაფერისი გარემო ყველა ასაკის ადამიანისთვის, ზოგადად, უნდა გაუმჯობესდეს ეკოლოგიური მდგომარეობა, რაც ნაკლები გამონაბოლქვითა და ნარჩენებით ჰაერის, წყლისა და ნიადაგის დაბინძურებას შეამცირებს, შედეგად საკვებ პროდუქტებში მოხვდება ნაკლები რაოდენობის მძიმე მეტალები. საჭიროა ბავშვების დაცვა მაღალკალორიული, არასასურველი პროდუქციის ძლიერი ზეგავლენის მქონე რეკლამისგან.

კვების არაჯანსაღ წესთან საბრძოლველად კლინიკა ”დიაკორში” ჯანსაღი კვების სკოლა გაიხსნა. მოგვიყევით სკოლის შესახებ.

ჯანსაღი კვების სკოლაში ისწავლება ყველაფერი კვების შესახებ, როგორც ზოგადი, ასევე დაავადებების მიხედვით. ანუ უნდა ვისწავლოთ, როგორ ვიკვებოთ, იმისათვის, რომ არ დავაავადდეთ და ვიცოდეთ, როგორ უნდა ვიკვებოთ უკვე დაავადების შემთხვევაში. ჩვენს პაციენტებს საშუალება აქვთ, ჩაიტარონ მოსვენების ენერგეტუკული დანახარჯის გამოკვლევა და ზუსტად განისაზღვრონ, თუ როგორია დღის მანძილზე მათ მიერ საკვებზე ინდივიდუალური მოთხოვნილება. დღეისათვის მიჩნეულია, რომ საჭიროზე მეტი, თუნდაც ჯანსაღი საკვებით ზედმეტი კალორიის მიღება იწვევს სიმსუქნეს, აგროვებს მეტ ტოქსინს, აიძულებს ორგანიზმს იმუშაოს გადაძაბვის რეჟიმში, იწვევს თავისუფალი რადიკალების ჭარბწარმოქმნას და მრავალ დაავადებასთან ერთად - ნაადრევ დაბერებას. აქედან გამომდინარე, იმის ცოდნა და გათვალისწინება, თუ კალორიების რა საჭიროება აქვს კონკრეტულად თვითოეული ჩვენგანის ორგანიზმს, მეტად მნიშვნელოვანია.

„კვებისა და ქრონიკული არაგადამდები დაავადებების რისკის ფქტორების მართვის სკოლაში“ ლექციები ტარდება ყოველ სამუშაო დღეს, დღეში 2, თითოსაათიანი ლექცია, ხოლო შაბათს 12-დან 16 სთ-მდე. ყოველი ლექცია მიეძღვნება სხვადასხვა თემატიკას, რომლებიც კვირის დღეებში გამეორდება, ხოლო შაბათობით ტარდება ყველა ლექცია.ლექციებზე ჩასაწერად ყოველ სამუშაო დღეს 10:00-დან 18:00-მდე, ხოლო შაბათს 10:00-დან 16:00-მდედარეკეთ ტელეფონის ნომერზე: 558 21 96 96.

ლექციების თემატიკა ასე გამოიყურება:

• ბალანსირებული კვება;

• ფიზიკური აქტივობა და სითხის ბალანსი;

• ენერგიის ბალანსი, კალორიების გამოთვლა, ეტიკეტის წაკითხვა, ინდივიდუალური კალორიული მოთხოვნილების განსაზღვრა;

• ვიტამინები და მინერალები;

• საკვების მომზადების ჯანსაღი წესი;

• კვება კუჭ-ნაწლავის სხვადასხვა გავრცელებული დაავადებების დროს;

• ორსულთა კვება;

• შაქრიანი დიაბეტის ქრონიკული გართულებები და მათი მართვა

კურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია და სასურველ თემაზე ჩაწერა მოცემულ ლინკზეა შესაძლებელი:

http://www.diacori.com/432143124304433443144308430843054312/9353906

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი