ცნობილი ამერიკელი ტელეწამყვანის ლარი კინგის მეორე ნახევარი ჰოსპიტალში მოხვდა. დეპრესიის საწინააღმდეგო აბების დიდი რაოდენობით მიღების გამო, შოუნ სოუთვიკი იუტას შტატის ჰოსპიტალში მოათავსეს.
ამ ეტაპზე მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
შეგახსენებთ, რომ წელს აპრილში კინგმა სასამართლოში განქორწინების შესახებ შეიტანა საბუთები, რის მიზეზადაც ოჯახში არსებული უთანხმოება დაასახელა. წყვილი 13 წელია ერთად ცხოვრობს და ორი შვილი ჰყავს.
მომზადებულია aif.ru-ს მიხედვით.