"ვიცით, რომ ლურჯ ვეშაპს თამაშობდა" - რას ყვებიან ახლობლები 17 წლის მოზარდზე, რომელმაც სანადირო თოფით უმძიმესი დაზიანებები მიიყენა

"ვიცით, რომ ლურჯ ვეშაპს თამაშობდა" - რას ყვებიან ახლობლები 17 წლის მოზარდზე, რომელმაც სანადირო თოფით უმძიმესი დაზიანებები მიიყენა

ახლობლები ხელვაჩაურში, 17 წლის მოზარდის მიერ თვითდაზიანების მიყენებას ინტერნეტ თამაშს უკავშირებენ. როგორც "ინტერპრესნიუსს" დაჭრილი მოზარდის ახლობლებმა განუცხადეს, 17 წლის ბიჭი "ლურჯ ვეშაპს" თამაშობდა.

"ვიცით, რომ ლურჯ ვეშაპს თამაშობდა. ვეჭვობთ, რომ მომხდარი, შესაძლოა, ამას უკავშირდებოდეს", - განაცხადეს ახლობლებმა.

რაც შეეხება მის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ახლობლების ინფორმაციით, მოზარდს, სანადირო თოფიდან გასროლის შედეგად, სახის არეში უმძიმესი დაზიანებები აქვს მიყენებული.

17 წლამდე მოზარდი ხელვახაურში კლინიკა "მედინაშია" მოთავსებული. მას გუშინ გვიან ღამით, გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია