"ხელზე ნაკაწრები შევნიშნე, საეჭვოდ მივიჩნიე.." - რას ყვება სკოლის დირექტორი ხელვაჩაურში მოზარდის მიერ თვითდაზიანების შესახებ

"ხელზე ნაკაწრები შევნიშნე, საეჭვოდ მივიჩნიე.." - რას ყვება სკოლის დირექტორი ხელვაჩაურში მოზარდის მიერ თვითდაზიანების შესახებ

შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ, რომ მოზარდთან დაკავშრებით, რომელმაც ხელვაჩაურში სანადირო თოფით თვითდაზიანება მიიყენა, გამოძიება ზაფხულიდან მიმდინარეობს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება კომპიუტერული მონაცემების ან კომპიუტერული სისტემის უკანონოდ გამოყენების მუხლით, სკოლის დირექტორის განცხადების საფუძველზე დაიწყო და ამ დრომდე მიმდინარეობს.

"ზაფხულში, სკოლის დირექტორის მიერ შეტყობინება შემოვიდა და გამიძიება სისხლის სამართლის კოდექსის 285-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს კომპიუტერული მონაცემის ან კომპიუტერული სისტემის უკანონოდ გამოყენებას. გამოძიება ამ დრომდე მიმდინარეობს", - განაცხადეს შსს-ში.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის N1 სკოლის დირექტორი შუშანა კონცელიძე 17 წლის მოზარდის მიერ თვითდაზიანების მიყენების ფაქტს ინტერნეტ თამაშს უკავშირებს და აცხადებს, რომ ბავშვს ხელზე ნაკაწრები აღენიშნებოდა.

"ხელზე ნაკაწრები შევნიშნე, საეჭვოდ მივიჩნიე და ვაცნობე სამართალდამცველებს, სამინისტროსა და მშობლებს", - განაცხადა შუშანა კონცელიძემ.

ახლობლები მოზარდის მიერ თვითდაზიანების მიყენებას ინტერნეტ თამაშს უკავშირებენ. როგორც "ინტერპრესნიუსს" დაჭრილი მოზარდის ახლობლებმა განუცხადეს, 17 წლის ბიჭი "ლურჯ ვეშაპს" თამაშობდა.

"ვიცით, რომ ლურჯ ვეშაპს თამაშობდა. ვეჭვობთ, რომ მომხდარი, შესაძლოა, ამას უკავშირდებოდეს", - განაცხადეს ახლობლებმა.

რაც შეეხება მის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ახლობლების ინფორმაციით, მოზარდს, სანადირო თოფიდან გასროლის შედეგად, სახის არეში უმძიმესი დაზიანებები აქვს მიყენებული.

17 წლამდე მოზარდი ხელვაჩაურში კლინიკა "მედინაშია" მოთავსებული. მას გუშინ გვიან ღამით, გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა.

ცნობისთვის, სუიციდის მცდელობა სისხლის სამართლებრივად დასჯადი ქმედებაა. თვითმკვლელობის მიზნით დაზიანებების მიყენების შემთხვევაში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის სხვადასხვა მუხლებით იწყება, რომელთა დიდი ნაწილი მძიმე სასჯელს, თავისუფლების აღვეთას ითვალისწინებს.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია