"ახალი ხმის" მონაწილე თორნიკე მეცხვარიშვილი გარდაიცვალა

"ახალი ხმის" მონაწილე თორნიკე მეცხვარიშვილი გარდაიცვალა

მუსიკალური პროექტის "ახალი ხმის" მონაწილე, 25 წლის თორნიკე მეცხვარიშვილი გარდაიცვალა. როგორც Ambebi.ge-ს მეცხვარიშვილის მეგობარმა, მომღერალმა ოთო ნემსაძემ განუცხადა, გარდაცვალების მიზეზი ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად მიღებული ინტოქსიკაციაა. 25 წლის მომღერალი გარდაცვლილი დღეს იპოვეს. თორნიკე მეცხვარიშვილი პროფესიით ექიმი იყო.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში აცხადებენ, ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება 115-ე მუხლით აღიძრა, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

თორნიკე მეცხვარიშვილი "ახალ ხმაში" 2012 წელს მონაწილეობდა, თუმცა პროექტს მალევე გამოეთიშა. ე.წ. ბრმა კასტინგის დროს მას ჟიურის არც ერთი წევრი არ შემოუბრუნდა.

ნახეთ ვიდეო: თორნიკე მეცხვარიშვილი "ახალი ხმის" კასტინგზე

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი