გაიცანით ქართველი გოგონა, რომელიც "მის ევრაზია" გახდა - "3 წლის წინ, ბარბარობის ღამეს შემთხვევით გადავრჩი, ამან ბევრი რამ შევცვალე ჩემს ცხოვრებაში"

გაიცანით ქართველი გოგონა, რომელიც "მის ევრაზია" გახდა - "3 წლის წინ, ბარბარობის ღამეს შემთხვევით გადავრჩი, ამან ბევრი რამ შევცვალე ჩემს ცხოვრებაში"

სამოდელო სააგენტო "ატრინის" მოდელი მერი ტარიელაშვილი ახლახან თურქეთში გამართულ სილამაზის კონკურსიდან გამარჯვებული დაბრუნა. ის "მის ევრაზია" გახდა. ამ ტიტულთან ერთად, ის კიდევ 4 ნომინაციაში დაასახელეს.

- თბილისში დავიბადე და გავიზარდე. დედა ეროვნებით ოსია, მამა - ქართველი. დედა ძალიან პატარა - 15 წლის გათხოვდა, 16 წლისას უკვე მე ვყავდი, მალევე ჩემი ძმაც დაიბადა და სამწუხაროდ, მერე ჩემი მშობლები დაშორდნენ. მამასთან ურთიერთობა არ გვაქვს. სადმე რომ შემხვდეს, ალბათ ვერც ვიცნობ. დედა გვზრდიდა და ერთდროულად 2 ადგილას მუშაობდა. ჩემთვის არასოდეს შეუმოწმებია გაკვეთილები... არც არავინ მთხოვდა, მაგრამ პატარაობიდანვე საკუთარ თავს შთავაგონე, რომ აუცილებლად კარგად უნდა მესწავლა. ფრანგული ენის მასწავლებელს დღემდე მაგალითად მოჰყავს ფაქტი, რომ არ მქონდა წიგნები, მაგრამ ყოველთვის ვახერხებდი გაკვეთილების მომზადებას. დედა ჩემთვის გმირია, მან იმდენი შეძლო, რომ ორივე შვილს უმაღლესი განათლების მიღებაში დაგვეხმარა. მახსოვს აბიტურიენტობის ურთულესი პერიოდი. მაშინ მეუბნებოდნენ, რომ სახელმწიფო გრანტის მიღება შეუძლებელი იყო, მხოლოდ ნაცნობობით ხდებოდა და ა.შ. მაგრამ მე მაინც ვცდილობდი, ბევრს ვმეცადინეობდი და შევძელი კიდეც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 100%-იანი დაფინანსებით სწავლა.

- მოდელობა რა ასაკიდან დაიწყე?

- როგორც ბევრი პატარა გოგო, მეც ბავშვობიდან ვოცნებობდი მოდელობაზე. დედა სახლიდან რომ მიდიოდა, დაქალებთან ერთად ჩვენებებსა და კონცერტებს ვაწყობდი, ვიზომავდით დედას კაბებს, მაღალქუსლიან ფეხსაცმელს, ვითხიპნებოდით ტუჩსაცხით... ამ მოგონების შთაგონებით, გადავწყვიტე, მზრუნ­ველობა მოკლებულ ბავშვთა სახლს ვესტუმრო, გავახარო და გავახალისო პატარა პრინცესები. მე მათ ვეტყვი, რომ თუ ძალიან მოინდომებენ, აუცილებლად მიაღწევენ დასახულ მიზნებს.

- რამ შეცვალა შენი ცხოვრება?

- 3 წლის წინ, ბარბარობის ღამეს, გაზით მოვიწამლე და შემთხვევით გადავრჩი... ამ ფაქტის შემდეგ ბევრი რამ შევცვალე ჩემს ცხოვრებაში. პირველ რიგში, გამოვიცვალე ფაკულტეტი და პარალელურად, ვცადე ბედი სამოდელო სააგენტოში. მეუბნებოდნენ, რომ მოდის სფეროში, განსაკუთრებით კი მსოფლიო სილამაზის კონკურსში გამარჯვება წარმოუდგენელიაო. წელს კი "მის ევრაზია" გავხდი. ზოგჯერ მგონია, რომ დამესიზმრა, მაგრამ გვირგვინი და ნომინაციები ადგილზეა.

- გარდა იმისა, რომ სამოდელო საქმიანობას ეწევი, კიდევ რა პროფესია გაქვს?

- პროფესიით ფსიქოლოგი ვარ. ვთანამშრომლობ რამდენიმე კომპანიასთან ორგანიზაციული ფსიქოლოგიის მიმართულებით. მაქვს დასაქმების სააგენტოც და ძალიან მალე ვიწყებ პროექტს, რომლის საშუალებითაც დავეხმარები ახალგაზრდებს, რომ სწორად შეარჩიონ პროფესია.

- მოგვიყევი სილამაზის კონკურ­სზე, რომელშიც მონაწილეობდი...

- კონკურსი ჯერ საქართველოში ჩატარდა, შემდეგ კი მსოფლიო ფინალი - თურქეთში გაიმართა. ჩემთვის ეს პირველი მასშტაბური კონკურსი იყო. სიმართლე გითხრათ, გამარჯვების იმედი არ მქონდა. ვფიქრობდი, იქნებ რაიმე ნომინაციაში მაინც დავესახელებინეთ. 1 კვირის განმავლობაში, დილის 7-დან ღამის 2 საათამდე დატვირთული რეჟიმით ვმუშაობდი საკუთარ თავზე. გადაღებები, რეპეტიციები, ჩვენებები და სხვადასხვა აქტივობა გვქონდა. ჩვენებებზე სიცხიანი გამოვდიოდი. მიჭირდა, მაგრამ მაინც ფეხზე ვიდექი და ვიღიმოდი. გარდა იმისა, რომ ამ კონკურსის გამარჯვებულად დამასახელეს, მოვიპოვე დამატებითი ნომინაციებიც: "მის სრულყოფილება", "მის ქემერი", "მის სოციალური მედია". ყოველ ორ წუთში ჩემი სახელი და გვარი ისმოდა. სხვებს აღარაფერი დავუტოვე (იცინის). ფინალში ოცი ულამაზესი გოგონა დავრჩით და გამარჯვებას ნამდვილად არ ველოდი. უკრაინიდან და ლიტვიდან ისეთი ლამაზმანები იყვნენ, რომ თავადაც მათ ვგულშემატკივრობდი. კონკურსი ქალაქ ქემერში ჩატარდა და ამ ქალაქის მერს ძალიან მოვეწონე. კონკურსი ჩემი დაბადების დღეს დაემთხვა და უამრავი საჩუქარი მივიღე. მერმა უზარმაზარი ტორტი გამომიგზავნა, ჩემი ფოტოთი. არაერთი შემოთავაზება მივიღე სხვადასხვა ქვეყნიდან... განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი