დღის ფოტო ბათუმიდან: "პლასტმასის მთები" სანიაღვრე არხებში

დღის ფოტო ბათუმიდან: "პლასტმასის მთები" სანიაღვრე არხებში

ბათუმის მერიამ მაიაკოვსკის ქუჩის #93-ში მდებარე სანიაღვრე არხის გამტარუნარიანობის გაზრდის მიზნით გაწმენდითი სამუშაოები განახორციელა, - ამ ინფორმაციას ბათუმის მერია ავრცელებს და ამ ფაქტში უჩვეულო არაფერია თუ არ ჩავთვლით იმას, რომ მერიის მიერ გავრცელებულ ფოტომასალაში პლასტმასის ბოთლების "მთები" ჩანს.

როგორც ქალაქის მთავრობის მასალაშია აღნიშნული, დასუფთავების პროცესში, საჭირო გახდა არხის ზედაპირის ამოჭრა, საიდანაც დიდი ოდენობით პლასტმასის ბოთლები ამოიღეს.

ბათუმის მერია მოსახლეობას მოუწოდებს, თავი შეიკავონ საყოფაცხოვრებო ნარჩენების თვითნებურად დაყრისგან, არ დაანაგვიანონ ქალაქი და მოუფრთხილდნენ გარემოს.

ბათუმის მერიის ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე გავრცელებული მასალა ინტერნეტს "იპყრობს". "პლასტმასის საბადო", "ბოთლებს ვიბარებთ, ბოოთლეეებს!" - წერენ ინტერნეტმომხმარებლები.

ცნობისათვის, პლასტმასი გარემოს ერთ-ერთი მთავარი დამაბინძურებელია. პლასტმასის ბოთლის დაშალას საშუალოდ 450 წელი სჭირდება.

ნინო ხოზრევანიძე

AMBEBI.GE

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი