უბნები თბილისში, სადაც დღეს დენი გაითიშება

უბნები თბილისში, სადაც დღეს დენი გაითიშება

ელექტროქსელის საიმედოობის გაზრდის მიზნით, 20 დეკემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" კომპანია "თელასიდან" აცნობეს.

კომპანიის ცნობით, ელექტროქსელის საიმედოობის გაზრდის მიზნით, 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება საბურთალოს რაიონში დიდი დიღმის I მიკრორაიონის, დიღმის სასწავლო მეურნეობის, პეტრიწის, ფერაძის და გვიმრაძის ქუჩების მცხოვრებლებს.

ასევე, ელექტროქსელის საიმედოობის გაზრდის მიზნით 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს II მიკრორაიონის I, II, V კვარტლების და ბესარიონ ჟღენტის ქუჩის მცხოვრებლებს.

ვაკის რაიონში, ელექტროქსელის საიმედოობის გაზრდის მიზნით, 12:30 საათიდან 13:30 საათამდე შეზღუდვა შეეხება დაბა წყნეთის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონში ელექტროქსელის საიმედოობის გაზრდის მიზნით, 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი ხეივნის, ახალი ხეივნის, გულუას, გულიას და წითლანაძის ქუჩების მცხოვრებლებს.

გლდანის რაიონში ელექტროქსელის საიმედოობის გაზრდის მიზნით, 12:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება გლდანის I მიკრორაიონის და ნოზაძის ქუჩის მცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება "ენერგო-პრო ჯორჯიას" აბონენტების ნაწილსაც. როგორც "ინტერპრესნიუსს" კომპანიიდან აცნობეს, ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 20 დეკემბერს, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 997 აბონენტს ყაზბეგის რაიონის სოფლებში ყანობი, კობი, ალმასიანი, კარკუჩა და მიმდებარე სოფლებში, 11:20-დან 18:00 საათამდე 556 აბონენტს თიანეთის რაიონის სოფლებში ახალსოფელი, ჩაბანო, დულუზაურები, ჭიაურა და მიმდებარე სოფლებში, 12:00-დან 18:00 საათამდე 1235 აბონენტს დუშეთის რაიონის სოფლებში ანანური, ციხისძირი, ფიტავი, მენესო, ჟინვალი და მიმდებარე სოფლებში.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი