რუსთაველზე დაჭრილი მოზარდი რეანიმაციული განყოფილებიდან პალატაში გადაიყვანეს

რუსთაველზე დაჭრილი მოზარდი რეანიმაციული განყოფილებიდან პალატაში გადაიყვანეს

მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ბაღში დაჭრილი მოზარდი რეანიმაციული განყოფილებიდან პალატაში გადაიყვანეს, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ინგოროყვას კლინიკის პრესსამსახურში განუცხადეს.

მათივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

მოზარდი გუშინ დაჭრეს. მას გულ-მკერდის არეში ცივი იარაღით 4 ჭრილობა აქვს მიყენებული. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო. გუშინ, გვიან ღამით, პოლიციამ ფაქტის თვითმხილველები გამოკითხა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი