რონიკო - საახალწლო კოლექციები საუკეთესო ფასად!

რონიკო - საახალწლო კოლექციები საუკეთესო ფასად!

ოპტიკური კომპანია "რონიკო" ახალ 2018 წელს მნიშვნელოვანი სიახლეებით ხვდება: გაფართოებული ქსელი, რეგიონებში ფილიალების გაზრდილი რაოდენობა, ახალი ბრენდები, განახლებული სალონები, გაუმჯობესებული ოფთალმოლოგიური კაბინეტები, ახალი ოფთალმოლოგიური ცენტრი და მოქნილი სერვისების ერთობლიობა!

მიმდინარე საახალწლო სეზონისთვის "რონიკო" გთავაზობთ მსოფლიო ბრენდების უახლეს, სადღესასწაულო კოლექციებს საუკეთესო ფასად!მომხმარებლისადმი ლოიალური დამოკიდებულების გამოსახატად, "რონიკო" სრულიად ინარჩუნებს ფასებს და გიქმნით რეალურად ხელსაყრელ პირობებს. სათვალე ხომ მუდამ სასურველი საახალწლო საჩუქარია! ამიტომ ჩვენს ოპტიკურ სალონებში თქვენ გელით ყველაზე გამორჩეული და აქტუალური მსოფლიო ბრენდები: Chopard, Bvlgari, Prada, Giorgio Armani, Ray-Ban, Dolce&Gabbana, Mont Blanc, MiuMiu, ErmenejildoZegna, Alain Mikli, Persol, Balenciaga, Dsquared, Versace, Oliver Peoples, Vogue და მრავალი სხვა!

2018 წლის საახალწლო სეზონისთვის "რონიკოს" ერთბაშად ორი ფილიალი გაიხსნა ახალ სავაჭრო ცენტრ "გალერეაში", სადაც 1-ელ და მე-3 სართულებზე თქვენ გელით საუკეთესო ოპტიკური ასორტიმენტი. 1-ელ სართულზე განთავსებულ "რონიკოს" სალონში თქვენ დაგხვდებათ ლაქშერი კატეგორიის ისეთი ბრენდები როგორებიცაა: Chopard, Prada, Giorgio Armani, ErmenejildoZegna, Dolce&Gabbana და სხვა.

მრავალ სიახლეთა შორის, რაც კომპანიაში 2017 წელს დაინერგა, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი "რონიკოს" ონლაინ მაღაზიის გახსნაა. ონლაინ მაღაზიის გახსნა განაპირობა კომპანიის სურვილმა, დამატებითი კომფორტი შეექმნა მომხმარებლისათვის. ამიერიდან უკვე ონლაინ, სახლიდან თუ ოფისიდან გაუსვლელად, შესაძლებელია შეიძინოთ კონტაქტური ლინზები, სითხეები, მზის სათვალეები. "რონიკოში" ხომ კონტაქტური ლინზების ყველაზე დიდი არჩევანია! ასევე, კომპანია ახორციელებს სპეციალური შეთავაზებების აქციებს საგანგებოდ ონლაინ მაღაზიის მომხმარებლებისათვის და 50%-მდე ფასდაკლებით სთავაზობს მყიდველს მსოფლიო ბრენდების მზის სათვალეებს თუ კონტაქტურ ლინზებს!

"რონიკო" გისურვებთ ბედნიერ შობა-ახალ წელს!

გახსოვდეთ, რონიკოსთან ერთად უკეთესად ხედავთ და შესანიშნავად გამოიყურებით!

https://www.facebook.com/ronikooptics/

www.roniko.ge

Tel.: (+995 32) 242 02 22

(R)

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი