რა დაგიჯდებათ ახალი წლის შეხვედრა ბრენდულ სასტუმროებში

რა დაგიჯდებათ ახალი წლის შეხვედრა ბრენდულ სასტუმროებში

ახალი წლის დადგომამდე თვეზე ნაკლები დრო რჩება. ბევრმა უკვე დაიწყო იმაზე ფიქრი, თუ სად და რა გარემოში შეხვდება ახალ, 2018 წელს.

როგორც ფასდაკლების ვებგვერდის, Hotsale-ის დირექტორმა, თათული ზაკალაშვილმა "ბიზნესპრესნიუსთან" საუბრისას განაცხადა, ახალი წლისთვის ტურიზმის თვალსაზრისით საქართველოს თითქმის ყველა მიმართულება გააქტიურდა.

"გასულ წელთან შედარებით, წელს ბრენდული კომპანიები აქტიურობენ. ჩვენი ვებგვერდი განახლდა და კომპანიებს მეტი შესაძლებლობა აქვთ უფრო მასშტაბური პიარკამპანია აწარმოონ.

რაც შეეხება სასტუმრობს, ბაკურიანისა და გუდაურის თითქმის ყველა სასტუმროს შეთავაზება გვაქვს საიტზე. ასევე ძალიან აქტუალურია ბათუმისა და კახეთის მიმართულებებიც. ფასები სასტუმროების მიხედვით განსხვავებულია და 20-დან 200 ლარის ფარგლებში მერყეობს. ზოგ შეთავაზებაში სამჯერადი კვება შედის, ზოგიერთი კი კვების გარეშეა. ძალიან კარგად იყიდება სასტუმრო "კასტელო მერეს" შეთავაზებები. მიუხედავად იმისა, რომ ეს არ არის გუდაურისა და ბაკურიანის სასტურმო, ამ სეზონზე რეკორდული გაყიდვა აქვს. საქართველოს მასშტაბით ათვისებული გვაქვს ყველა სასტუმრო." - განაცხადა ზაკალაშვილმა.

მისი თქმით, Hotsale-ის მომხმარებელმა სასტუმროების დაჯავშნა დაახლოებით ერთი თვის წინ დაიწყეს, თუმცა დეკემბრის დასაწყისში კიდევ უფრო გააქტიურდნენ.

"Hotsale-ის სეგმენტი რადიკალურად შეცვლილია. წინა წლებში თუ ჩვენი მომხმარებლის 70 პროცენტი საშუალო და დაბალი კლასის სასტუმროს მომხმარებელი იყო, წელს უფრო

მეტი მოთხოვნა საშუალოზე მაღალი დონის სასტუმროებზე მოდის.

მოთხოვნა გაზრდილია მაღალი კლასის სასტუმროებზეც. ზოგიერთ სასტუმროს შემთხვევაში 60 პროცენტიანი ზრდა გვაქვს. ვფიქრობ, ეს იმის დამსახურებაა, რომ განახლებული ვებგვერდი გვაქვს, უფრო საინტერესო და სხვადასხვა სიახლეებით დატვირთული.

რაც შეეხება თბილისის სასტუმროებს, მათზე მოთხოვნა კერძო სახლებმა ჩაანაცვლა. კერძო სახლებში გაჩერების საფასური ორჯერ ნაკლებია, ამიტომ თბილისის სასტუმროში ფულის გადახდის გადაწყვეტილებას ცოტა თუ იღებს.

საახალწლოდ დიდი მოთხოვნით სარგებლობს კვების ობიექტები. კომპანიები ძირითადად კორპორატიულ სეგმენტზე მუშაობენ. ყველაზე მეტი ჯავშანი საახალწლო ღამეებზე მოდის. ასევე აქტიურდება ესეთეტიკა. ზამთარი ის სეზონია, როცა ბევრი მიმართულება ხდება მოთხოვნადი - კვება, სილამაზე, ჯანმრთელობა და ტურიზმი," - აღნიშნა ზაკალაშვილმა.

"ბიზნესპრესნიუსი" ქალაქგარეთ მდებარე სასტუმროების გეგმებითა და შემოთავაზებებით დაინტერესდა.

განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი