22 დეკემბერს 12:00 საათზე სმაილის ახალი კონცეფციის მაღაზია იხსნება. სმაილი -ციფრული სამყარო - ასე ჰქვია ახალ ფილიალს, რომელიც ცინცაძის #12-ში, გამრეკელის ქუჩის მხრიდან გაიხსნება.
სმაილი - ციფრული სამყარო სრულიად განსხვავებული კონცეფციის მაღაზიაა, სადაც წარმოდგენილია სმარტ-მოწყობილობები, უახლესი გაჯეტები, ელექტრო ტრანსპორტი.
სმაილი-ციფრული სამყარო მომხმარებელს შესთავაზებს ისეთი კატეგორიის ტექნიკის ფართო არჩევანს, როგორიცაა - სმარტფონი, ნოუთბუქი, სმარტ-ტელევიზორები, სათამაშო კონსოლები და ელექტრო ტრანსპორტი. მნიშვნელოვანია, რომ სმაილი-ციფრული სამყარო იქნება ქართულ ბაზარზე წარმოდგენილი ერთადერთი მაღაზია, რომელიც ელექტრო ტრანსპორტის მიმართულებით საკმაოდ დიდ აქცენტებს გააკეთებს - საუკეთესო არჩევანისა და ფასის შეთავაზების ასპექტში.
მომხმარებელი ამ მაღაზიაში, ისევე - როგორც სმაილის მთელს ქსელში, შეძლებს, შეიძინოს მსოფლიო ბრენდების ოფიციალური ტექნიკა.
სმაილისათვის ეს რიგით მე-14 მაღაზიაა საქართველოს მასტაბით.
სმაილი ახალი მაღაზიის გახსნით, საახალწლო კამპანიის "მიიღე, რაც შენ გინდა 1 ლარად!" კულმინაციურ ფაზასაც აანონსებს, რომლის ფარგლებშიც მომხმარებელი სმაილში გაკეთებული ნებისმიერი შენაძენის შემთხვევაში, მეორე ნივთს იღებს მხოლოდ 1 ლარად.
(R)