"საქართველოს რკინიგზამ" საახალწლო დღესასწაულებზე დამატებითი ელექტრომატარებლები დანიშნა

"საქართველოს რკინიგზამ" საახალწლო დღესასწაულებზე დამატებითი ელექტრომატარებლები დანიშნა

"საქართველოს რკინიგზამ" საახალწლო დღესასწაულებზე დამატებითი ელექტრომატარებლები დანიშნა სს "საქართველოს რკინიგზა" საახალწლო დღესასწაულებზე მომატებული მგზავრთნაკადის დასაკმაყოფილებლად, მოთხოვნად მიმართულებებზე, 2017 წლის 28-29-30-31 დეკემბერს და შემდგომ, 2018 წლის 05-06-07 იანვარს დამატებით ელექტრომატარებლებს ნიშნავს.

მათივე ცნობით, დამატებითი მატარებლები დაინიშნება თბილისი-ბათუმი-თბილისის (Stadler Kiss) და თბილისი-სენაკი-თბილისის მიმართულებით (GRT), ასევე თბილისი-ზუგდიდი-თბილისისა და თბილისი-ოზურგეთი-თბილისის მიმართულებაზე მოძრავ საკლასო ვაგონებიან შემადგენლობებს დაემატება სხვადასხვა კლასისის ვაგონები.

როგორც "საქართველოს რკინიგზაში" აღნიშნავენ, აღნიშნულ პერიოდში ბათუმში ტურისტული მგზავრთნაკადის მომატებისა და მგზავრების თხოვნების გათვალისწინებით 860/859 მატარებლის განრიგით მოძრავ GRT ტიპის შემადგენლობა ჩანაცვლდება კომპანია შტადლერის ორსართულიანი მატარებლით.

მათივე ცნობით, დამატებითი მატარებლები შემდეგი განრიგით იმოძრავებენ:

თბილისი-სენაკი-თბილისი #878/877

გასვლა ჩასვლა გამოსვლა ჩამოსვლა

08:50 13:08 19:45 23:59

თბილისი-ბათუმი-თბილისი #808/807

გასვლა ჩასვლა გამოსვლა ჩამოსვლა

10:30 15:30 17:10 22:03

"საქართველოს რკინიგზა" გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს და გისურვებთ ბედნიერ მგზავრობას!

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი