10 ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკური მოვლენა

10 ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკური მოვლენა

წლის ბოლო შედეგების შეჯამების დროა. ქვეყნის ძირითად ეკონომიკურ მაჩვენებლებს ხელისუფლება და ოპოზიცია თავიანთი გადასახედიდან აფასებენ - პირველი მიღწეულით კმაყოფილია, მეორე მმართველ ძალას სწორედ ამ კმაყოფილების მიზეზის გამო აკრიტიკებს.

მთავარი ინდიკატორი კი მაინც ხალხია, რომელმაც თავის ყოფასა და ჯიბეზე უნდა იგრძნოს ეკონომიკური სიკეთეცა და სიდუხჭირეც. ეკონომისტები ამბობენ, რომ წლევანდელი რეფორმები შედეგს განსაზღვრული დროის განმავლობაში იძლევა და დღეს თუ მათ სიკეთეს ვერ ვგრძნობთ, ეს არ ნიშნავს, რომ ხალხისთვის სასიკეთო არაფერი კეთდება. 2017 წლის 10 ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკური მოვლენის ჩამონათვალიც საკმაოდ შთამბეჭდავად გამოიყურება. თუმცა კიდევ უფრო შთამბეჭდავი იქნება, თუ წლეულს შეჯამებული ჩამონათვალი გაისად ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობაზე აისახება დადებითად.

ლევან კალანდაძე, ეკონომიკის ექსპერტი: ბევრი სირთულისა და გამოწვევის მიუხედავად, მაინც მგონია, რომ 2017 წელი ჯამში წარმატებული იყო. ასეთი დასკვნის გაკეთების საშუალებას მაკროეკონომიკური ანალიზიც იძლევა. მთავარია, რომ გვაქვს ეკონომიკური ზრდა და განვითარება.

1. თავისი მასშტაბით, პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური დატვირთვის გათვალისწინებით, პირველი მოვლენა ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებაა. ის კარგი ინსტრუმენტია სახელმწიფოსა და ბიზნესებისთვის, თუმცა ევროპასა და ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის ბენეფიტების გამოყენება უკვე ჩვენს მარიფათსა და მთავრობის სწორ ეკონომიკურ პოლიტიკაზეა დამოკიდებული. განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი